ორსულობის პერიოდში მან 40 კგ მოიმატა. 1 წელში ლარამ ისე დაიკლო, ვერც კი იცნობთ.

ორსულობის პერიოდში მან 40 კგ მოიმატა. 1 წელში ლარამ ისე დაიკლო, ვერც კი იცნობთ.
33 წლის ლარა კარპენტერ-ბეკი მეორე ბავშვზე დაფეხმძიმების შემდეგ ბედნიერებისგან მეცხრე ცაზე იყო. თუმცა ბედნიერება დიდხანს არ გაგრძელებულა: გოგონამ წონის სწრაფად მომატება დაიწყო, უკვე მე-12 კვირას ყველა უკვირდა, თუ როგორ უძლებდა ის გიგანტურ მუცელს და რამდენიმე ათეულ დამატებით კილოგრამს. 

ყველაფერს არა უშავს, მაგრამ 2011 წელს საკუთარ ქორწილამდე ერთი კვირით ადრე მას შაქრის 1 ტიპის დიაგნოზი დაუსვეს. ლარა მზად იყო, რომ ავადმყოფობა ორსულობის პერიოდში წონის სწრაფ მომატებას ხელს შეუწყობდა, თუმცა წარმოდგენაც არ ჰქონდა რომ მთელი 40 კგ-ით მოიმატებდა. 



როცა რამდენიმე თვეში 12 ზომას 22-ით ჩაანაცვლებ, შეიძლება ჭკუიდან გადახვიდე" - ამბობს გოგონა. 

მაშინ როცა ნაყოფის საშუალო წონა დაახლოებით 3.5 კგ-ს შეადგენს, ორსულობის 32-ე კვირას ლარას აცნობეს რომ მისი "ბედნიერება" თითქმის 3 კგ-ს იწონიდა. 



"ეს იყო აუტანელი რამ. 36-ე კვირას 114 კგ-ს ვიწონიდი, ხოლო მუცლის გარშემოწერილობა 140 სმ-ს შეადგენდა. ძილიც კი პრობლემა იყო. ჩემი მუცელი იმდენად დიდი იყო, რომ ზურგზე წოლის დროს აუტანელ ტკივილს ვგრძნობდი, თითქოსდა რამდენიმე ტონა ბეტონი ზედ დამაწვა" - ჰყვება ლარა. 



მშობიარობამდე 4 კვირით ადრე ლარა საავადმყოფოში წაიყვანეს და საკეისრო კვეთა გაუკეთეს. რამდენიმე საათში ლარას მეუღლემ ცრემლების შეკავება ვერ შეძლო. მას ხელში ჯანმრთელი ახალდაბადებული ქალიშვილი ეჭირა, რომელიც 4.5 კგ-ს იწონიდა. 



მშობიარობის შემდეგ, ახალშობილზე ზრუნვის ბუნებრივი სურვილის გარდა, გოგონას ყველაზე მეტად გახდომაზე ოცნებობდა, როგორც მინიმუმ მოსათმენ ზომამდე, რომ თავი პატარა ბეჰემოთად არ ეგრძნო. 

"არც კი მჯეროდა, თუ რამდენად დიდი ვიყავი! თუმცა ეს მსხვერპლი იმად ღირდა, რომ კიდევ ერთი ჯანმრთელი ბავშვი მყოლოდა! - ამბობს ლარა. 



გასაოცარია, მაგრამ მიზანდასახულმა გოგომ ზედმეტი კილოგრამები ისევე სწრაფად დაიკლო, როგორც მოიმატა. სწორი კვების შესახებ უამრავი ინფორმაციის წაკითხვით და რაციონის დაბალანსებით, მშობიარობიდან ერთ კვირაში მთელი 6 კგ დაიკლო! სიტყვაზე, კიდევ ერთი კვირის შემდეგ დაკლებული წონა 12-ს შეადგენდა. 



შემდეგ მან დღის გეგმაში მსუბუქი ფიზიკური ვარჯიშები ჩართო, რომელთაც ხშირად ხელში ბავშვთან ერთად ასრულებდა. ასეთი შეუპოვრობა დაეხმარა ახალგაზრდა დედას არც მეტი არც ნაკლები მთელი 40 კგ-ს დაკლებაში!

"მინუს 40 კგ? არც კი მჯეროდა, რომ ძველი ზომები დავიბრუნე. მაგრამ ეს ზღვარი არაა. ახლა ჩემი სხეულის გასაუმჯობესებლად ნაცნობ და გამოცდილ გზას ვაგრძელებ" - ამბობს ორი შვილის ბედნიერი დედა. 



ორსულობა, მშობიარობა და დედობა თავის მხრივ ქალის ორგანიზმისთვის დიდი სტრესია. თუმცა დღევანდელი გმირის ასეთი არარეალური ტრანსფორმაცია საოცნებო ფიგურის მისაღწევად მხოლოდ გზის დასაწყისია. ლარას საკუთარ თავზე ბევრი მუშაობა მოუწევს, მაგრამ დარწმუნებული ვართ რომ გოგონა სწორ გზას ადგას!