აი, როგორ შევინარჩუნე ლამაზი და ჯანმრთელი თმა 40 წლის შემდეგ...
მინდა მოგითხროთ, როგორ შევინარჩუნე ლამაზი თმა. 40 წელს რომ გადავაბიჯე, თმის ცვენა დამეწყო. ბევრი მეუბნებოდა, ეს ასაკობრივია და არაფერი უშველისო, მაგრამ უკან დახევა და ვითარებასთან შეგუება აზრადაც არ მომსვლია, თანაც ისე მცვიოდა, სავსებით მოსალოდნელი იყო, მალე სულ მთლად გავმელოტებულიყავი. პირველ თვეს ყოველდღე ვივლებდი თავზე ჭინჭრისა და სალბის ნახარშებს, მეორე თვეს, დღეგამოშვებით - კრაზანასა და გვირილის ნახარშებს, მესამე თვეს კი კვირაში ერთხელ - თითო ბალახის ნახარშს ზემოთ მოყვანილი თანმიმდევრობით.
- ნახარში ასე მზადდება: 1 სადილის კოვზ ნედლეულს უნდა დაასხათ 1 ჭიქა წყალი და ადუღოთ 4-5 წუთი.
თუ არ დაგეზარებათ და ასეთი წესით იმკურნალებთ, დამიჯერეთ, ჯანმრთელი და ლამაზ თმას დიდხანს შეინარჩუნებთ. - აიხეთ თანაბარი რაოდენობით მუხის ქერქი და ხახვის ფურცელი, 1 ჩაის ჭიქა ნარევს დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი და 1 საათით დადგით. შეიზილეთ ეს ნაყენი ყოველდღიურად თმის ძირებში. სულ მალე დაინახავთ, როგორ გაგიჯანსაღდებათ და გაგილამაზდებათ თმა.
- ნიორი კარგად დაჭყლიტეთ. 1 ჩაის კოვზ ნივრის ფაფას დაამატეთ 1 ჩაის კოვზი თაფლი, ამდენივე ალოეს წვენი, ამდენივე ლიმონის წვენი და 1 კვერცხის გული. კარგად აურიეთ, შეიზილეთ თმის ძირებში და ჩამოიბანეთ ნახევარი საათის შემდეგ.
- ნიორი გახეხეთ ან გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში. წაისვით თავზე კვირაში ერთხელ, დაბანამდე 2 საათით ადრე. თუ მშრალი თმა გაქვთ, შეურიეთ ზეთი - თანაფარდობით 1:1, ასე იმკურნალეთ 2-3 თვის განმავლობაში. თმის ცვენა შეწყდება და თუ ქერტლი გაწუხებდათ ისიც გაქრება.
- თუ ზღვაზე დასვენების შემდეგ თმის ცვენა დაგეწყოთ და ქერტლი გაგიჩნდათ, გირჩევთ, ღვიის გირჩის ლოსიონი მოიშველიოთ, რომელიც ასე მზადდება:
4 სადილის კოვზ დაფქულ ღვიას დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, დააყენეთ ერთი საათით, გაწურეთ, შეურიეთ 1 სადილის კოვზი გლიცერინი და 100 მლ 70%-იანი სპირტი. ამ ლოსიონით გაიწმინდეთ კანი დღეში 1-2-ჯერ 3-4 კვირის განმავლობაში.