ელექტრიკოსმა გაპარტახებული სახლის ბუხარში შეკრული ჩვარი იპოვა. ნაპოვნის ნახვის შემდეგ, ცოლმა სახლში აღარ შეუშვა. 

ელექტრიკოსმა გაპარტახებული სახლის ბუხარში შეკრული ჩვარი იპოვა. ნაპოვნის ნახვის შემდეგ, ცოლმა სახლში აღარ შეუშვა. 
ძველი სახლის კაპიტალური რემონტის დროს შოტლანდიელ ელექტრიკოსს, კოლინ დევიდსონს წარმოდგენაც არ შეეძლო, რომ მას ყველაზე გასაოცარი აღმოჩენა ელოდა. ბინძური შეკრული ჩვრების ნახვის დროს მამაკაცი ვერ კი იფიქრებდა, რომ მისი აღმოჩენა ფანტასტიკურად ძვირი ანტიკვარული ღირებულების იქნებოდა!



"ჩვარი ბუხრიდან გამოვიღე, თუმცა ის მთლიანად ბინძური იყო. ისინი მას ბუხრის ჩასახშობად იყენებდნენ," - ჰყვება მამაკაცი. ის დარწმუნებული იყო, რომ ეს უბრალოდ ნაგავი იყო, სანამ მასზე უცნაური ხელწერა არ დაინახა. 



შთაგონებულმა კოლინმა აღმოჩენა პარკში ჩადო და სახლში წაიღო. ამის შემხედვარე ცოლმა უთხრა რომ ამ ნაგავს სახლში არ შემოიტანდა.



ბედის, ისევე როგორც ცოლის წინააღმდეგ ვერ წახვალ და მამაკაცმა აღმოჩენა შესანახად მეგობარს მისცა. მეგობრის სახლის ავტოფარეხში, ძველ კონტეინერში ნაპოვნმა წლები დაჰყო, სანამ ფასდაუდებელი აღმოჩენა ისტორიკოსის თვალს არ მოხვდა. 



აბერდინში, ძველ სახლში აღმოჩენილი დამპალი ქაღალდი XVII საუკუნის ძვირფასი კარტა აღმოჩნდა!  2,1 х 1,5 მ ზომის კარტის ავტორი ცნობილი ჰოლანდიელი გრავიორი და კარტოგრაფი ჯერარდ ვალკი აღმოჩნდა. თავში არ მომდის რომ ასეთ ფასდაუდებელ ნივთს ბუხრის ჩასახშობად იყენებდნენ, სახლის ორპირი ქარისგან თავდასაცავად.