სისხლძარღვებზე ათეროსკლეროზული ფოლაქები გაგიქრებათ თუ ამ რეცეპტებით იმკურნალებთ
დღეს ჰიპერტონიული დაავადებით ვერავის გააკვირვებ. თითქმის ყველამ იცის, რამხელა მნიშვნელობა აქვს ამ დაავადების მკურნალობისთვის დიეტასა და ათეროსკლეროზული ფოლაქებისგან სისხლძარღვების გაწმენდას. უამრავი წამალი არსებობს, მაგრამ მე ასეთ რეცეპტებს ვიყენებ და ძალიან კმაყოფილი ვარ:
- გახეხეთ ან ხორცსაკეპ მანქანაში გაატარეთ 200 გრამი ნიორი, 100 გრამი ხახვი, 3 ცალი ლიმონი (ქერქიანად) და დაამატეთ 1 ჩაის ჭიქა თაფლი. ეს ყველაფერი კარგად აურიეთ ერთმანეთში, მოათავსეთ მინის ჭურჭელში, თავზე დაახურეთ და მაცივარში შედგით. მიიღეთ 1 სუფრის კოვზი ჭამამდე, დააყოლეთ წყალი.
ეს ნარევი სასარგებლოა არა მარტო ასაკოვანთათვის, არამედ ახალგაზრდებისთვისაც, ათეროსკლეროზის საპროფილაქტიკოდ. - აურიეთ ერთმანეთში 100-100 გრამი გამხმარი, დაქუცმაცებული - გვირილის, კრაზანას, ნეგოს ყვავილები და არყის ხის კვირტები, ნარევის ერთ ს/კ დაასხით 0,5 ლ მდუღარე და დააყენეთ 3-4-სთ. შემდეგ ნაყენის ნახევარი გაფილტრეთ, გახსენით მასში 1 ს/კ თაფლი და დალიეთ ვახშმის მაგივრად. დილით დარჩენილი სითხე გააცხელეთ, დაამატეთ 1 ს/კ, თაფლი და დალიეთ საუზმის მაგივრად. გაიმეორეთ პროცედურა, სანამ არ დამთავრდება ნაყენი.
ეს უკანასკნელი რეცეპტი შეიძლება გამოიყენოთ მხოლოდ 2 წელიწადში ერთხელ. - თავის ტვინის სისხლძარღვთა სკლეროზს კურნავს ჩვეულებრივი ჭნავი (ცირცელი). 200 გ დაქუცმაცებული ჭნავის ქერქს ვადუღებთ 2 სთ 0,5ლ წყალში. მივიღოთ 20-30 წვეთი 3-ჯერ დღეში, ჭამამდე 30 წუთით ადრე.
- 3 ს/კ დაქუცმაცებულ ბაბუაწვერას ფესვებს დავასხათ 2 ჭიქა მდუღარე, მივიყავნოთ ადუღებამდე და ვადუღოთ 15 წთ ნელ ცეცხლზე. ვსვამთ თითო ს/კ 2-ჯერ დღეში ჭამამდე 30 წთ ადრე. ფესვები უნდა ამოვთხაროთ ადრეულ გაზაფხულზე, ყვავილობამდე, ან ფოთლების გამოსვლის შემდეგ. მკურნალობის კურსიი 1 თვეა.
- ათეროსკლეროზის დროს სასარგებლოა დაფქული ხორბლის ქატო. საკვებში დამატების წინ ქატოს უნდა დავასხათ 30 წუთით მდუღარე, რის შემდეგაც წყალს გადავღვრით. მიღებულ მასას ჩავდებთ ნებისმიერ კერძში, დასაწყისში თითი ჩ.კ-ს , 7-10 დღის შემდეგ ორ-ორ ჩ.კ-ს, კიდევ 7 - 10 დღის შემდეგ - 1-2 ს/კ-ს 2-3-ჯერ დღეში.