ბედნიერი წყვილი სამ ბავშვს ელოდა. მშობიარობის შემდეგ სახლში დედის გარეშე დაბრუნდნენ

ბედნიერი წყვილი სამ ბავშვს ელოდა. მშობიარობის შემდეგ სახლში დედის გარეშე დაბრუნდნენ
მარტინ მაგოია, მისი მეუღლე შევონი და 6 წლის ბიჭი ტენერი ოჯახში კიდევ სამი ბავშვის დაბადებას ელოდნენ. ოჯახმა წინასწარ მოამზადა სასეირნო ეტლი, საფენები და ბავშვების ნივთები, მაგრამ მშობიარობის შემდეგ 34 წლის შევონი ცუდად გახდა. ქალი ფილტვის სავენტილაციო აპარატზე შეაერთეს, მაგრამ ოთხი შვილის დედის გადარჩენა ვერ მოახერხეს. 



შევონი გარდაიცვალა მშობიარობის შემდგომი გართულებების გამო, ემბოლი ამნისტიურ სითხეში. ამნიოტული სითხის გადახრა, რომელიც შეიცავს შარდს, თმას, ნაყოფის უჯრედებს, ხვდება დედის სისხლში. სტატისტიკის მიხედვით ასეთი შემთხვევა 100 000 ნამშობიარე ქალიდან ერთზე მოდის. 



მარტინი სამსახურიდან ადრე წამოვიდა, რომ მშობიარობისთვის მოესწრო. სამწუხაროდ 5 წევრისგან შემდგარი ოჯახი სახლში დედის გარეშე დაბრუნდა.. შევონს ყველაზე მეტად სურდა სამი ტყუპის ნახვა, მაგრამ ბავშვების გულში ჩაკვრას ვეღარ მოახერხებს. 



სამ ბიჭს შემდეგი სახელები დაარქვეს: ეიდენი, ბლეიზი და კარსონი. ცოლის გარდაცვალების შემდეგ ყველა მოვალეობა კაცის კისერზე გადმოვიდა. ბავშვების გაზრდაში მარტინს მეგობრები და ნათესავები ეხმარებოდნენ, რადგან ის მუშაობდა, რომ მომავალი თაობა უზრუნველყო.