ექიმებმა შეატყობინეს ქალს, რომ მას ტყუპები ეყოლებოდა. აი, რა გაირკვა განმეორებით გამოკვლევაზე!

ექიმებმა შეატყობინეს ქალს, რომ მას ტყუპები ეყოლებოდა. აი, რა გაირკვა განმეორებით გამოკვლევაზე!
23 წლის ჩეხი ალექსანდრა კინოვასთვის ეს მეორე ორსულობა იყო. გოგონას პატარა ვაჟიშვილი სულმოუთქმელად ელოდა ძმის ან დის დაბადებას. თუმცა მალე გაირკვა, რომ იგი ორ ან სამ ტყუპს ელოდა.

თავად ალექსანდრა და მისი შეყვარებული ანტონინი დიდად გაკვირვებულები არ ყოფილან ამ ამბით. მათი ოჯახების ისტორიაში საკმაო რაოდენობის ტყუპი იყო. თუმცა, ორსულობის ამგვარ შედეგს ნამდვილად არ ელოდა.



გოგონას მუცელი არა ყოველდღიურად, არამედ საათობრივად იზრდებოდა. ერთ-ერთ პირველ გამოკვლევაზე ექიმებმა მას შეატყობინეს ტყუპების არსებობის შესახებ.

მოგვიანებით მათ დააზუსტეს: ქალს ორი კი არა, ოთხი ბავშვი ეყოლებოდა. ხოლო ორსულობის ბოლოს კი საბოლოოდ გახდა ცნობილი, ალექსანდრა მუცლით 5 პატარას ატარებდა.



ახალგაზრდა ქალბატონის ირგვლივ უამრავი ექიმი შემოიკრიბა. აქამდე ჩეხეთში 5 ტყუპის შემთხვევა არ დაფიქსირებულა. ამგვარად, ექიმებისთვის მშობიარობის წარმატებით დასრულება უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენდა. საბედნიეროდ, პაციენტი ყოველგვარი სითულის გარეშე მივიდა მშობიარობამდე.



ალექსანდრამ საკეისრო კვეთით გააჩინა ტყუპები. მხოლოდ მშობიარობის შემდეგ შეძლო ქალმა თითოეული ბავშვის სქესის გაგება.

გოგონამ ქვეყანას 5 ჯანმრთელი ბავშვი აჩუქა - 4 ვაჟი და 1 ქალიშვილი. როგორც არის მიღებული, დედა და ბავშვები ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გადაიყვანეს.



ბავშვების სახელების მოფიქრებაში მთელი ოჯახი იყო ჩართული. ამ არცთუ იოლ საქმეში ალექსანდრასა და ანტონინს შეძლებისდაგვარად პატარა ვაჟიც ეხმარებოდა.

ბიჭებს დაარქვეს - მიშელი, მარტინი, ალექსი და დანიელი, ხოლო გოგონას - ტერეზა. ექიმები ამბობენ: ამგვარი მშობიარობის წარმატებით დასრულების შანსი არის ერთი რამდენიმე მილიონში.



ხელოვნური განაყოფიერების დროსაც კი, ხუთი ტყუპი - იშვიათი შედეგია. ალექსანდრას ტყუპები კი ბუნებრივი გზით ჩაისახნენ.

ცოტა ქალს თუ შეუძლია ამ რაოდენობის ბავშვის მიყვანა მშობიარობამდე. საბედნიეროდ, ჩვენი სტატიის გმირს არ ჰქონია რაიმე სახის გართულებები.



ხუთი ტყუპის დაბადებამ ნამდვილი ფურორი მოახდინა. მთავრობამ ქალს ბინა გადასცა, ხოლო უბრალო ხალხმა აავსო იგი საჩუქრებით.

თავად მრავალშვილიანი დედა დარწმუნებულია, რომ გაუმკლავდება ბავშვების აღზდას. ალექსანდრა მხოლოდ იმაზე ნერვიულობს, ეყოფა თუ არა რძე ყველასთვის. გოგონა გეგმავს ძუძუთი გამოკვებოს ბავშვები.