ყველაზე მარტივი და ეფექტური რეცეპტები ჭარბი ოფლიანობის სამკურნალოდ
რამდენიმე წლის წინ დამეწყო ჭარბი ოფლიანობა. მისი მიზეზი დღემდე ვერ დამიდგენია, მაგრამ საკმაო უსიამოვნება კი მომაყენა. ექიმსაც მივმართე, მაგრამ საბოლოოდ მაინც ვამჯობინე, ხალხური საშუალებებით მეცადა ამ პრობლემის მოგვარება. დავიწყე ლიტერატურის ძებნა, გაცნობა და რამდენიმე რეცეპტს მართლაც მივაგენი. ყველაზე მარტივსა და ეფექტურს თქვენც გაგიზიარებთ:
- თუ იღლიის მიდამოს გადაჭარბებული ოფლიანობა გაწუხებთ, ეს ადგილი შვიტის არაყზე დამზადებული ნაყენით გაიწმინდეთ. ამისთვის საჭიროა, 1 წილ შვიტას დაასხათ 10 წილი არაყი და 1 დღე -ღამით დააყენოთ, შემდეგ კი გადაწუროთ. ამ ნაყენით კანი დღეში 1-2-ჯერ უნდა გაისუფთაოთ.
- თუ სახე გიოფლიანდებათ, დღეში 2-ჯერ - დილა-საღამოს-გაიწმინდეთ აუდუღარი რძით ან მუქი ცივი ჩაის ნაყენით. პროცედურის შემდეგ სახე არ შეიმშრალოთ, აცადეთ, თავისით გაშრეს.
- ტერფის ჭარბი ოფლიანობისას აიღეთ მუხის ქერქი, დააქუცმაცეთ და ბლომად ჩაიყარეთ წინდებში. პროცედურა გაიმეორეთ ყოველდღე, ვიდრე ოფლის დენა ნორმაში არ ჩადგება.
- 1 ს/კ სალბის ფოთოლს დაასხით 400 მლ (2 ჩ/ჭ ) მდუღარე წყალი. გააჩერეთ 1 საათი და გადაწურეთ. მიიღეთ 1/4 ჭიქა დღეში სამჯერ. '
- ვცდილობ, ვატარო მხოლოდ ნატურალური ტყავის ფეხსაცმელი, ხოლო ზაფხულობით - ღია. წინდებსაც ყოველდღე ვიცვლი.
გარდა ამისა, აბაზანის შემდეგ ვიზელ ფეხებს მუხის ქერქის ნახარშით, რომელიც ასე მზადდება: მომინანქრებულ ჭურჭელში ჩავყაროთ 30 გრამი წვრილად დაჭრილი მუხის ქერქი და დავასხათ 1 ჩაის ჭიქა თბილი წყალი. დავახუროთ თავზე და შევდგათ ნელ ცეცხლზე 40 წუთით. შემდეგ გადავწუროთ, ნარჩენით გამოვწუროთ და საწყის მოცულობამდე შევავსოთ ანადუღარი წყლით. ფეხებს ამ ნახარშით რომ დაიზელთ, ნუ გაიმშრალებთ, ზედ შეიშრეთ.