პატარასთვის კბილების ამოჭრა მტკივნეული რომ არ იყოს

პატარასთვის  კბილების ამოჭრა მტკივნეული რომ არ იყოს
ბევრისგან გამიგონია და თავადაც გამომიცდია, როგორ წუხს პატარა, როდესაც სარძევე კბილების ამოჭრა ეწყება: მაღალი სიცხე, უმადობა, გაღიზიანებადობა... საბედნიეროდ, დღეს აფთიაქებში ათასგვარი მალამო თუ ჟელე იყიდება, რომლებიც ამ პროცესის თანამდევ დისკომფორტსა და ტკივილს ამსუბუქებს, მაგრამ ისინი არც ისე იაფი ღირს და ხელი ყველას არ მიუწვდება. ამიტომაც გადავწყვიტე, მესწავლებინა თქვენთვის ის მარტივი და უებარი რეცეპტები, რომლებიც თქვენს პატარას არანაკლებ კარგად დაუამებს ტკივილს და ამ კრიტიკულ პერიოდს გაცილებით იოლად გადაატანინებს.

  • კბილების ამოჭრამდე რამდენიმე ხნით ადრე ბავშვს ყოველდღიურად უნდა ჩაუტაროთ ღრძილების მასაჟი. გახსენით 1 ჩაის კოვზი საჭმლის სოდა 1 ჭიქა ანადუღარ თბილ წყალში, შემოიხვიეთ საჩვენებელ თითზე რბილი ქსოვილი, დაისველეთ თითი სოდიან წყალში და პატარას ღრძილები დღეში სამჯერ დაუზილეთ.



  • იის ფესვისგან გამოთალეთ პატარა რგოლები, რომლებსაც ბავშვი ღრძილების ქავილის დროს გალოღნის. თუ სხვა არაფერი გაქვთ, შეგიძლიათ შავი პურის მაგარი ქერქი მისცეთ.

    პატარასთვის  კბილების ამოჭრა მტკივნეული რომ არ იყოს


მოხუცები გვირჩევენ, პატარას ყელზე ნამდვილი ქარვა დავკიდოთ - ტრადიციული შეხედულებისამებრ, ეს ბავშვს ტკივილს უქარვებს და მდგომარეობას უმსუბუქებს.
სტატიის ავტორი: თამარ მამაცაშვილი
სტატიის წყარო:2000 მცენარეული სამკურნალო რეცეპტი