როგორ გავითეთროთ რამდენიმე ტონით კბილები ისე, რომ არ მივაყენოთ ზიანი მათ?

როგორ გავითეთროთ რამდენიმე ტონით კბილები ისე, რომ არ მივაყენოთ ზიანი მათ?
გარდა იმისა, რომ რამდენიმე ტონით ათეთრებს კბილებს, ეს მეთოდი შველის ღრძილების, პრაქტიკულად, ყველანაირ დაავადებას, აშორებს ქვებს და ახორცებს პირის ღრუს პატარ-პატარა იარებს.
მათეთრებელი პასტის მომზადება ძალიან მარტივია: 0,5 ჩაის კოვზ საჭმლის სოდას დაუმატეთ 10-20 წვეთი წყალბადის ზეჟანგი და რამდენიმე წვეთი ლიმონი. პასტა მზად არის!

გამოყენება:
ბამბა დაასველეთ პასტაში და გაიწმინდეთ კბილები და ღრძილები როგორც გარედან, ასევე შიგნიდან.

ლიმონი ანეიტრალებს სოდას და სასიამოვნო არომატს ტოვებს პირში, სოდა აცილებს კბილებს ნადებს, ხოლო "პერეკისი" დეზინფექციას უტარებს და ათეთრებს მათ.

პროფილაქტიკისთვის ასევე შეგიძლიათ გამოივლოთ პირში "პერეკისისა" და წყლის ნარევი:

1-3 ჩაის კოვზი "პერეკისი" გახსენით 50 მლ წყალში და გამოივლეთ.

კბილების ასეთი წმენდის შემდეგ გირჩევთ, 15 წუთი თავი შეიკავოთ ჭამისგან და მუქი სასმელების მიღებისგან.
სტატიის წყარო:marao.ge