ორგანიზმის მართვის საიდუმლოებები, რომლებიც უბრალოდ გაგაოცებთ

ორგანიზმის მართვის საიდუმლოებები, რომლებიც უბრალოდ გაგაოცებთ
ადამიანის ორგანიზმი საიდუმლოებითაა მოცული, ხშირად უცნაური სისტემაა. პრობლემა შეიძლება სწორ ადგილას წარმოიშვას და სწორ ადგილზევე მოგვარდეს. ორგანიზმის მართვის ზოგიერთი საიდუმლო უბრალოდ გაგაოცებთ. აი ისინიც...

  1. ყელში ღიტინი

    ცხელი ჩაი, რა თქმა უნდა, დაგეხმარებათ, ისევე როგორც მარილიანი ან სოდიანი ნარევის ყელში გამოვლება. არსებობს კიდევ ნაკლებად ცნობილი საშუალება რომ ყელის ღიტინი მოიშოროთ - საჭიროა გაიწმინდოთ ყურები! ოტორინოლარინგოლოგები ირწმუნებიან რომ ეს ყურის ნიჟარაში ნერვულ დაბოლოებებს ასტიმულირებს, რაც ყელში კუნთოვან სპაზმებს ქმნის. 


  2. ნერვების დამშვიდება

    თუ გრძნობთ, რომ თქვენი ნერვები ზღვარზე და სწრაფად დამშვიდება გჭირდებათ, უბრალოდ სახე ცივი წყლით დაიბანეთ. ეს მცირე ხნით სუნთქვის შეკავებას გაიძულებთ და ნერვულ რეცეპტორებს გაანელებს. სხეული უფრო მეტ ჟანგბადს მოითხოვს და თქვენი ნერვული სისტემა დამშვიდდება. ასეთივე მოქმედება აქვს ერთი ჭიქა ცივი წყლის დალევას. 

    ორგანიზმის მართვის საიდუმლოებები, რომლებიც უბრალოდ გაგაოცებთ

  3. ნემსის ჩხვლეტის შიში

    ზოგიერთ ადამიანის ნემსის გაკეთებამდე სიმამაცის მოკრება უჭირს. შემდეგში, სანამ ნემსს გაგიკეთებენ, ოდნავ ჩაახველეთ - ეს დაგეხმარებათ ტვინი მტკივნეული პროცედურიდან სხვა რამეზე გადაიტანოთ. უბრალოდ ამის შესახებ გააფრთხილეთ ადამიანი, ვინც ნემსს გიკეთებთ!


  4. გაჭედილი ცხვირი

    ენა ზემოთ აწიეთ და გააჩერეთ, თითებით კი წარბებთან დააჭირეთ. 20 წამის შემდეგ თავს უკეთ იგრძნობთ!


  5. დამწვრობა

    თუ დაიწვით, ყინულის კუბიკების მოსატანად არ გაიქცეთ - უბრალოდ დამწვარ ადგილას თითის ბალიშებით დააწექით. ასე დამწვარ ადგილას ტემპერატურა სხეულის ნორმალურ ტემპერატურას ნელ-ნელა, ანუ ბუნებრივად დაუბრუნდება. 


  6. კბილის ტკივილი

    ეს მეთოდი განსაკუთრებით გამოადგება მათ, ვისაც მგრძნობიარე კბილები აქვს. თუ კბილის ტკივილი იგრძენით, ხელისგულზე ყინული დაიდეთ, შემდეგ კი საჩვენებელ და ცერა თითს შორის მოაქციეთ. სწორედ აქ გადის როგორც ხელის, ასევე სახის ნერვული დაბოლოებები. ისინი ტვინს სათანადო სიგნალს მიაწოდებენ და ტკივილი გაყუჩდება. 



  7. ნერვოზი

    ნაცნობია სიტუაცია? თქვენ მნიშვნელოვანი შეხვედრისთვის ემზადებით,მაგრამ ყველაფერი რაზეც ფიქრობთ ეს მუცელში პეპლებია. 
    უცნაურად ჟღერს, მაგრამ რომ დამშვიდდეთ და ნორმალურ მდგომარეობას დაუბრუნდეთ, საკუთარ ცერა თითს სული შეუბერეთ. სწორედ ის არის პასუხისმგებელი ნერვზე, რომელიც გულისცემას არეგულირებს. მზადაა! პეპლები გაფრიდნენ!