მას ბავშვები არასდროს ჰყავდა. 50 წლის შემდეგ მასთან მივიდა ქალი და დაუჯერებელი რამ უთხრა. 

მას ბავშვები არასდროს ჰყავდა. 50 წლის შემდეგ მასთან მივიდა ქალი და დაუჯერებელი რამ უთხრა. 
ოლივია რობლესი 1967 წელს ფილიპინებზე დაიბადა, მაგრამ 6 წლის ასაკში საცხოვრებლად აშშ-ში გადავიდა. 10 წლამდე ნამდვილ მამად მიიჩნევდა კაცს, რომელიც მამინაცვალი აღმოჩნდა. იმის გაგების შემდეგ რომ ნამდვილ მამას არ იცნობდა, ოლივიამ მისი მოძებნა გადაწყვიტა. "ყოველთვის ვიცოდი რომ ჩემი მამა სადღაც არის" - ამბობს ოლივია. 





წლები გადიოდა, მაგრამ ძებნას შედეგი არ ჰქონდა. ახლა, რობლესი უკვე სამი ბავშვის დედა და ბებიაა, მას 50 წელი შეუსრულდა. მხოლოდ ახლახანს რაღაც ზებუნებრივმა ძალამ მამასთან შეახვედრა. 



Ancestry.com საიტის წყალობით, სადაც ოლივიამ თავისი დნმ-ის ნიმუში დატოვა, იპოვეს ქალი რომელსაც მსგავსი დნმ ჰქონდა. აქამდე ერთმანეთი არასდროს ენახათ, მაგრამ ნათესავები აღმოჩდნენ. 





ოლივია დიანა ბარნს დაუკავშირდა და მამის შესახებ გამოკითხა. ბარნსმა უთხრა, რომ მისი 78 წლის ბიძაშვილი ჰერი დინ ბარნსი ვიეტნამის ომის ვეტერანია. ის 1966 წელს ფილიპინებზე მსახურობის დროს იმყოფებოდა. როცა ოლივიამ მამის სურათი დაინახა, თავისი შვილის ბაბუასთან საოცარი მსგავსება აღმოაჩინა.