ხალხური საშუალებები, რომლითაც თავის თმოვანი ნაწილის ფსორიაზი მოვირჩინე

ხალხური საშუალებები, რომლითაც თავის თმოვანი  ნაწილის ფსორიაზი მოვირჩინე
მინდა გასწავლოთ საშუალება, რომლითაც თავის თმოვანი ნაწილის ფსორიაზი მოვირჩინე.
რა არ გადავიტანე: წლების განმავლობაში ვმკურნალობდი მალამოებით, რაკი გადამდები არ ვიყავი, ბიულეტენს არ მაძლევდნენ; დავდიოდი დაუბანელი თმით და თავი ისე მექავებოდა, სირცხვილით, აღარ ვიცოდი, სად წავსულიყავი.

  • ეს მეთოდი მიკარნახა კრეიპის წიგნმა "წყლით მკურნალობა": თავს ვყოფდი ცივი წყლით სავსე ჭურჭელში და დაახლოებით ერთ წუთს ვაჩერებდი. შემდეგ თმას ვიწურავდი, მაგრამ არ ვიმშრალებდი, ხოლო მხრებზე ვიფენდი პირსახოცს, რომელიც ჩამოწრეტილ წყალს იწოვდა. ასე დავდიოდი სახლში თმის გაშრობამდე.

  • ვინაიდან ონკანისთვის თავის შეშვერა მიჭირდა, თავდაპირველად თმას ანადუღარ გრილ წყალში ვისველებდი და თანდათანობით მასში პირდაპირ ონკანიდან ვამატებდი წყალს. ასე ვიქცეოდი ყოველ საღამოს ერთი თვის განმავლობაში. მეტი აღარც დამჭირვებია.

    თუ ამ მეთოდის გამოყენებას გადაწყვეტთ, გაითვალისწინეთ, რომ სახლში უნდა თბილოდეს. დაუშვებელია ორპირი ქარი. თუ შეძლებთ, კარგი იქნება, პროცედურა დღეში 2-3 - ჯერ გაიმეორეთ.

    ამ საშუალებების გამოყენება შეიძლება წელიწადის ნებისმიერ დროს, თუ ფსორიაზი გაგიმწვავდათ.
  • ნივრის ცოცხალი წვენი ან ფაფა თაფლით შეაზავეთ და მიიღეთ.

  • 20 გრამ ხმელ დაფნის ფოთოლს დაასხით 2 ჭიქა მდუღარე, ადუღეთ 10 წუთს, გადაწურეთ და მიიღეთ მთელი დღის განმავლობაში სამ ულუფად. სვით 5-7 დღე.

  • ყოველდღე დალიეთ 2 მლ უშაქრო ქაცვის ზეთი.

  • აიღეთ 60 გრამი ჭინჭრის ყვავილი და ფოთოლი, დაასხით 1 ლიტრი მდუღარე და დააყენეთ. მიიღეთ დღეში 3-ჯერ 100 მლ.

  • 10 გრამ ორკბილას დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე. ჩადგით 30 წუთით მდუღარე წყლის აბაზანაში, შემდეგ შეაგრილეთ, გადაწურეთ, შეავსეთ მდუღარე წყლით 200 მლ-მდე. მიიღეთ 2-3 სუფრის კოვზი დღეში 3-ჯერ.

სტატიის ავტორი: თამარ მამაცაშვილი
სტატიის წყარო:2000 მცენარეული სამკურნალო რეცეპტი