თუ 1 თვის განმავლობაში ეს 7 სიმპტომი აგეღნიშნებათ, თქვენი სიცოცხლე საფრთხის წინაშეა.

თუ 1 თვის განმავლობაში ეს 7 სიმპტომი აგეღნიშნებათ, თქვენი სიცოცხლე საფრთხის წინაშეა.
დღევანდელ სტატიაში ჩვენი რედაქცია დეტალურად მოგითხრობთ იმ ნიშნებისა და სიმპტომების შესახებ, რომელთა დახმარებით ჩვენი ორგანიზმი ცდილობს, გაგავფრთხილოს უახლოეს მომავალში მოსალოდნელი გულის შეტევის შესახებ. ყოველთვის გახსოვდეთ, ცოდნა ყველაზე დიდი და ძლიერი იარაღია, რომელმაც შეიძლება თქვენი და თქვენთვის ახლობელი ადამიანების სიცოცხლე იხსნას!

ჩვენს დროში, როდესაც გარემოს დაბინძურებამ პიკს მიაღწია და არაჯანსაღი ჩვევები სულ უფრო და უფრო დიდი პოპულარობით სარგებლობს, გულის შეტევის განვითარების რისკი თითოეულ ადამიანში სულ უფრო და უფრო იზრდება. სწორედ ამიტომ, ძალზედ მნიშვნელოვანია შესაბამისი ცოდნის ქონა და პრობლემის გამოვლინების შემთხვევაში დროულად საჭირო ზომების მიღება.

არსებობს რამდენიმე სპეციფიკური ნიშანი და სიმპტომი, რომელთა დახმარებით ორგანიზმი ჩვენს გაფრთხილებას ცდილობს. დღეს მოგითხრობთ, თუ როგორ უნდა ამოიცნოთ ორგანიზმის მიერ გამოგზავნილი ის საგანგაშო სიგნალები, რომლებიც მოსალოდნელ გულის შეტავაზე მიგვანიშნებს. ვიმედოვნებთ, რომ ეს ინფორმაცია თქვენთვის სასარგებლო აღმოჩნდება.

გულის შეტევისთვის დამახასიათებელი ადრეული სიმპტომები

ქრონიკული დარლილობა

თუ თქვენ ხშირად გრძნობთ დაღლილობასა და სისუსტეს, რომელსაც ლოგიკური ახსნა არ მოეძებნება (მაგ: მაღაზიაში საყოფაცხოვრებო ნივთების შეძენისას, სეირნობისას და ზოგადად ძალიან მცირე ფიზიკური აქტივობისას), ესეიგი თქვენს ორგანიზმში რაღაც რიგზე ვერ არის. რა თქმა უნდა, გარდა მოსალოდნელი გულის შეტევისა, მოცემული სიმპტომი შეიძლება მრავალ სხვა, გაცილებით უმნიშვნელო პრობლემაზე მიგვითითებდეს, თუმცა დამეთანხმებით, გარისვკად ნამდვილად არ ღირს.

ზეწოლის შეგრძნება გულ-მკერდის არეზე

ეს ყველაზე გავრცელებული და უტყუარი სიმპტომია, რომელიც გულთან დაკავშირებულ პრობლემებზე მიგვითითებს. თუ თქვენ რეგულარულად განიცდით ტკივილს მკერდის არეში და გაქვთ ზეწოლის შეგრძნება, თანაც ყოველივე ამას ახსნას ვერ უძებნით, აუცილებლად უნდა იმოქმედოთ დროულად.

რესპირატორული პრობლემები

თუ თქვენ რეგულარულად გიხშირდებათ სუნთქვა, თითქოს მარათონში მიგეღოთ მონაწილეობა, ნუ გადადებთ ექიმთან ვიზიტს. გამოიკვლიეთ საკუთარი თავი სათანადოდ, რადგან დიდი ალბათობით ეს სიგნალი მოსალოდნელ გულის შეტავაზე მიგვანიშნებს.

ძილიანობა

როდესაც გულ-სისხლძარღვთა სისტემა მწყობრში ვერ არის, პაციენტი თავს გამოფიტულად და უენერგიოდ გრძნობს, რის გამოც ყოველთვის ძილისა და დასვენების სურვილი უჩნდება.

თავბრუსხვევა

ხშირი ოფლიანობა და თავბრუსხვევის შეგრძნება, რომელსაც ლოგიკური ახსნა არ მოეძებნება, საგანგაშო სიგნალია, რომელსაც ჩვენი ორგანიზმი საჭიროებისამებრ გვიგზავნის.

ხშირი გაციება

სისხლის მიმოქცევის დარღვევის გამო, ორგანიზმი განიცდის ჟანგბადის დეფიციტს, რის შედეგადაც სუსტდება ჩვენი იმუნური სისტება და თავს იჩენს ხშირი გაციებითი დაავადებები.

არითმია

გულის რიტმის დარღვევა - საგანგაშო სიგნალი, რომლის დაიგნორებაც არასდროს ღირს. თუ თქვენ მოცემულ სიმპტომებთან ერთად არითმიაც გაწუხებთ, არ გადადოთ ექიმთან ვიზიტი.

არასდროს და არავითარ შემთხვევაში დააიგნოროთ სტატიაში წარმოდგენილი ეს 7 სიმპტომი. გახსოვდეთ, დროულად შესაბამისი ზომების მიღებამ შეიძლება თქვენი სიცოცხლე იხსნას.