მშობლებმა ორსული შვილი ფსიქიატრიულში გამოკეტეს. მხოლოდ 44 წლის შემდეგ ქალმა მიაღწია თავისას

მშობლებმა ორსული შვილი ფსიქიატრიულში გამოკეტეს. მხოლოდ 44 წლის შემდეგ ქალმა მიაღწია თავისას
1963 წლის ნოემბერი მსახიობ ჯულია მანიკს სამუდამოდ დაამახსოვრდა. ამ თვეში ახალგაზრდა ლამაზმა გოგომ საკუთარ თავზე პირველად გამოცადა თუ როგორი მკაცრი შეიძლება იყოს ცხოვრება. როგორც იხსენებს მაშინ ეგონა რომ გარშემო მხოლოდ მოღალატეები იყვნენ. 

მშობლები, საყვარელი ადამიანი, ექიმი: მაღალი საზოგადოების 19 წლის გოგოს ყველამ ზურგი შეაქცია. წინ ჯულიას 5 კოშმარული თვე ელოდა. და ტრაგედიიდან მხოლოდ 44 წლის შემდეგ მოახერხა დიდი ხნის წინანდელ ისტორიაზე წერტილის დასმა. 
 


ცისფერთვალება ქერა ჯულია მდიდარ ოჯახში იზრდებოდა. ექსცენტრიული მშობლები შვილით აღფრთოვანებული იყვნენ და მის კაპრიზებს ხშირად ასრულებდნენ. სახლში ეგზოტიკური ცხოველები თავისუფლად სეირნობდნენ. სამოგზაუროდ ხშირად დაჰყავდათ. გოგონა ასე ცხოვრებას მიეჩვია. 



ჯულია მსახიობის კარიერაზე ოცნებობდა. მასწავლებლები მოსწავლის მიღწევებს აქებდნენ და აღნიშნავდნენ რომ გოგონას არა მხოლოდ შეუდარებელი გარეგნობა, არამედ თანდაყოლილი ნიჭი ჰქონდა. 

თუმცა 1963 წელს თეატრში სტაჟირების პერიოდში 23 წლის ბიჭი შეუყვარდა. ფრენკმა ლამაზანის გრძნობას სიყვარულით უპასუხა და მათ შორის ბობოქარი რომანი გაჩაღდა. 



ოჯახის წევრები ჯულიას შეყვარებულის მიღებაზე უარს აცხადებდნენ. მომავალი მსახიობის დედ-მამა მიიჩნევდა რომ ფრანკი მისი სწორი არ იყო. შემდეგ ოჯახის გინეკოლოგთან ვიზიტის დროს აღმოაჩინეს რომ გოგონა ორსულად იყო. 

ექიმმა ამის შესახებ თავად ჯულის არ უთხრა, მაგრამ მშობლებს ინფორმაცია მიაწოდა. მშობლები განრისხდნენ! ლამაზმანის დედამ გოგოს აბორტის გაკეთება მოსთხოვა, მიუხედავად იმისა რომ თავად ჭეშმარიტი კათოლიკე იყო. 



როცა უბედურმა უარი განაცხადა, მშობლებს დიდხანს არ უფიქრიათ და ფსიქიატრულ სახლში გამოკეტეს. აქ აპრილამდე პატარა ეიმის დაბადებამდე გაჩერდა. გოგონა იმ წამსვე გააშვილეს.