მოვირჩინოთ კუნთების დაჭიმვა ხალხური რეცეპტებით
ფეხის სპაზმი შეიძლება გაურკვეველი მიზეზითაც მოხდეს და ამ შეთხვევას იდიოპათიურ ფეხის სპაზმი ეწოდება. სპაზმის დროს კუნთი უცებ იკუმშება (მოკლდება), რაც ტკივილს იწვევს. სპაზმის დროს შეკუმშული კუნთის კონტროლი არ შეგიძლიათ.
Fpaparazzi-ის რედაქცია გთავაზობთ ხალხურ საშუალებებს ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად.
Fpaparazzi-ის რედაქცია გთავაზობთ ხალხურ საშუალებებს ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად.
- შეხვევა განუზავებელი ვაშლის ძმრით, რომელშიც ჩამატებულია ჩვეულებრივი სუფრის მარილი და იოდი. ამ ხერხს ჩვეულებრივ სპორტსმენები იყენებენ. თუ კუნთის გაჭიმვა გამართლებულია ნაკაწრებით ან ნაჭდევებით და ამის გამო ჩნდება ეჭვი, რომ ვაშლის ძმარი ავნებს ნაჭრილობევს - ნუ შეშინდებით. ნებისმიერი ჭრილობა შეიძლება გამოირეცხოს განზავებული ან განუზავებელი ვაშლის ძმრით. იგი დეზინფექციას უკეთებს ნაჭრილობევს და კარგად მოქმედებს სისხლის შედედების უნარზე.
- დაიდეთ თიხის საფენები ვაშლის ძმრის დამატებით. იგი კურნავს მყესების გაჭიმვას და ამაგრებს ძვლებს, მაგ. ოსტეოქონდროზის დროს. ჩვეულებრივ თიხის საფენებს დღეში ერთხელ აკეთებენ, მაგრამ ექსტრემალურ შემთხვევებში შეიძლება პროცედურის ორჯერ ან სამჯერ გაკეთებაც.
- შევიხვიოთ წიწაკადამატებულ განუზავებელ ვაშლის ძმარში დასველებული საფენით. ამასთან, წიწაკა უნდა ჩაყაროთ არა უშუალოდ ძმარში, არამედ მოვაყაროთ საფენს, თანაც იმ მხარეს, რომელსაც ადებთ დაზიანებულ ადგილს. პროცედურის დრო 5-10 წუთია. რამდენიმე ხნის შემდეგ იგივე გავიმეოროთ. ჩვეულებრივ სამკურნალოდ საკმარისია 2-3 პროცედურის ჩატარება.