საკმაოდ სასიამოვნო გზავნილი ქეიტ მიდლტონის საქორწინო კაბაზე, რომელიც ყევლას გამორჩა მხედველობიდან.

საკმაოდ სასიამოვნო გზავნილი ქეიტ მიდლტონის საქორწინო კაბაზე, რომელიც ყევლას გამორჩა მხედველობიდან.
ცნობილი ადამიანების საქორწილო კაბები — განსაკუთრებული ყურადღების, შურის და გამოკვლევის საგანია. მაგალითად, მაგალითად ახლა ნახევარი სამყარო მარჩიელობს როგორი კაბით დაიწერს ჯვარს ამერიკელი "კონკია" მეგან მარკლი. მანამ სანამ ბლოგერების ნაწილი თავიანთ შეხედულებებს გვიზიარებენ, მეორე ნაწილმა გადაწყვიტა გადახედოს ფოტოებს მოქმედი პრინცესას ქეიტ მიდლტონის ქორწილიდან. ცივი გონებით, ფოტოების გადახედვისას მათ შეამჩნიეს ფარული გზავნილი რომელიც პირველ ეტაპზე ყველას გამოეპარა.....



არავინ იდავებს იმაზე, რომ საკუთარი ქორწილის დღეს კემბრიჯის ჰერცოგინია ნამდვილი პრინცესასავით გამოიყურებოდა. ყველაფერი წვრილმანებამდე გათვლილი იყო: მსუბუქი მაკიაჟიდან დაწყებული, სპეციალურად ამ მოვლენისთვის შექმნილი ფრჩხილის ლაკამდე, უიშვიათეს პარფიუმიდან საქორწილო კაბამდე. ვიწრო მაქმანი, ელეგანტური დეკოლტე და ნამდვილად სამეფო შლეიფი - გასაკვირი არ არის, რომ კაბა მაშინთვე მოხვდა ყველაზე ლამაზი საპატარძლო კაბების ყველა რეიტინგში(ამასთანავე ყველაზე ძვირადღირებულების რეიტინგშიც). თუმცა არისტოკრატიული ბრწყინვალების მიღმა ყველას გამოეპარა ერთი მნიშვნელოვანი დეტალი. დიზაინერებმა კაბაზე ერთი მნიშვნელოვანი გზავნილიც დაიტანეს.




შეხედეთ ამ ულამაზეს მაქმანს. ის შესრულებულია განსაკუთრებული, ირლანდიური ტექნიკით, რომელიც 17-ე საუკუნიდან მოყოლებული არ შეცვლილა. ყვავილების პრინტი შემთხვევით როდია არჩეული.კაბის სახელოები და ლიფი გაფორმებულია კონკრეტულად ვარდებით, ნარგიზებით ასევე ნარშავის და სამყურას ყვავილებით. საკმაოდ უცნაური არჩევანია არ მეთანხმებით?