რას ყვება საკუთარ სიყვარულზე ულამაზესი წყვილი, რომელმაც სრულიად საქართველო აალაპარაკა
ქობულეთის "შუქურას" ფეხბურთელის ლაშა კალანდაძის და მოდელის მარიამ ხორგუაშვილის საქორწინო ფოტოების ინტერნეტში გამოჩენამ მთელი საქართველო აალაპარაკა. წყვილის გარეგნობამ გულგრილი არავინ დატოვა. ლაშა და მარიამი სულ მალე ბიჭის მშობლები გახდებიან.
- ლაშა, სად გაიცანით ერთმანეთი?
- მარიამი დაახლოებით სამი წლის წინ გავიცანი ერთ-ერთ ბარში. მეგობარმა გამაცნო. ასეთი გოგო რომ არ მოგეწონოს თავიდანვე, როგორ შეიძლება (იცინის). ცოტა რთული იყო მისი მოხიბვლა.
- რა გააკეთე მის მოსახიბლად?
- განსაკუთრებული არაფერი გამიკეთებია. უბრალოდ დიდ დროს ვუთმობდი, რომ შემოეხედა (იცინის), ამით შევაყვარე თავი. მარიამი ჩემი პირველი და უკანასკნელი სიყვარულია.
- რა სურპრიზებს უწყობდი?
- უამრავ საჩუქრებს ვჩუქნიდი. როცა შეყვარებულები გავხდით, სიღნაღში წავიყვანე, რესტორანში რომანტიული ვახშამი მოვუწყვე, ვარდის ფურცლებით იყო მოფენილი რესტორანი. "აიფონი" და ყვავილები ვაჩუქე.
- რამდენ ხანში აუხსენი სიყვარული?
- გაცნობიდან დაახლოებით სამ თვეში ავუხსენი სიყვარული. მთლად ქუჩაში არ ამიხსნია სიყვარული, სადღაც ვიყავით და ვუთხარი, რომ მიყვარს. თვითონაც ხვდებოდა, რომ მიყვარდა.
- ორივე ლამაზები ხართ, არ ეჭვიანობთ ერთმანეთზე?
- თავიდან უფრო ვიყავი ეჭვიანი, მაგრამ მარიამი ეჭვიანობის მიზეზს არასდროს მაძლევს.
- ხშირად ჩხუბობდით შეყვარებულობის დროს?
- კამათით გვიკამათია, მაგრამ მაქსიმუმ ორ დღეში ვურიგდებოდით ერთმანეთს.
- რაზე კამათობთ?
- ახლა ბავშვის სახელზე ვკამათობთ. მე მინდა ლაზარე დავარქვა, მარიამს კი უნდა ანდრია ან დემეტრე დავარქვათ. ივნისში ბიჭს ველოდებით.
- ინტერნეტში თქვენმა ფოტოებმა დიდი გამოხმაურება ჰპოვა, ელოდით ამას?
- ველოდი, რომ უფრო შურიან კომენტარებს დაწერდნენ, მაგრამ ასეთ გამოხმაურებას არ ველოდი.
- მარიამი რომელი სააგენტოს მოდელია?
- ახლა აღარ მოდელობს მარიამი, რადგან ორსულია. ის "იმიჯ-ცენტრის" მოდელია. ამ მუცლით ჩვენებებზე ვერ გამოვა.
- ვისგან ელოდი შურიან კომენტარებს?
- მთელი საქართველოსგან. სანამ შეყვარებულები ვიყავით იმდენი შური და ბოღმა იყო, ვერ წარმოიდგენთ, მაგრამ ახლა პირიქით მოხდა. ხალხი თბილად გვხვდება.
- საქორწინო მოგზაურობაში რატომ არ წახვედით?
- ქორწილის მეორე დღეს, დილის 11 საათზე ვარჯიშზე ვიყავი. რთული გრაფიკი მაქვს, მარიამის ორსულობის გამოც ვერ მოვახერხეთ საქორწინო მოგზაურობაში წასვლა, როცა ბავშვი გაჩნდება შემდეგ წავალთ საქორწინო მოგზაურობაში.