სახსრების ტკივილი ხალხური საშუალებებით დავამარცხე.
მუხლების ტკივილი ხანდაზმულთათვის ჩვეული რამაა. მართალია, მისგან არავინ კვდება, მაგრამ გამოცდილი ხალხი დამეთანხმება, რომ ეს მართლაც შემაწუხებელი პრობლემაა. მალამოები, რომლებიც მრავლადაა აფთიაქებში, პრაქტიკულად ვერ უმკლავდება ამ მდგომარეობას. მინდა შემოგთავაზოთ ხალხური რეცეპტები, რომლის მეშვეობითაც მუხლების ტკივილი დავამარცხე.
- ნახევარი ჩაის ჭიქა თაფლი შევათბოთ ორთქლის აბაზანაში.
მტკივან სახსარზე 15-20 წუთით დავიდოთ სათბური. პერიოდულად მდგომარეობა ვუცვალოთ, რომ სახსარი მთლიანად და კარგად გათბეს. გამთბარი თაფლი პატარ-პატარა ულუფებად წრიული მოძრაობით რბილად შევიზილოთ სახსარში. პროცედურა დაახლოებით 20 წუთს უნდა გაგრძელდეს. შემდეგ სახსარზე ვიფენთ დოლბანდს და თბილად ვიხვევთ. 2 საათის შემდეგ საფენს ვიხსნით და ფეხს თბილი წყლით ვიბანთ. მკურნალობის კურსი 10 სეანსს შეადგენს. პირველი სამი ყოველდღიურად უნდა ჩატარდეს, ხოლო მომდევნოები 2-3 დღეში 1-ხელ. - დაფხვენით 10 აბი ვალიდოლი და ჩაყარეთ სამმაგი ოდეკოლონის ფლაკონში. გააჩერეთ ათი დღით ბნელ, გრილ სათავსში და მტკივან ადგილებზე წაისვით.
- მომინანქრებულ ჭურჭელში ჩაასხით 300 მლ წყალი, ჩაყარეთ 5 ცალი დაფნის ფოთოლი, წამოადუღეთ, დატოვეთ ნელ ცეცხლზე 5 წუთით, შემდეგ გადაასხით თერმოსში, გააჩერეთ 2-3 საათი, გადაწურეთ და სვით პატარ - პატარა ყლუპებით მთელი დღე, 3 დღის განმავლობაში. ერთი კვირა შეისვენეთ და გაიმეორეთ.
- აიღეთ 5 გრამი დაფნის ფოთოლი, დაასხით 300 მლ წყალი, შედგით ნელ ცეცხლზე და ადუღეთ 5 წუთი. ნახარში გადაიღეთ თერმოსში და გააჩერეთ 4 საათი, შემდეგ კარგად გაწურეთ და სვით პატარ - პატარა ყლუპებად მთელი დღის განმავლობაში. 5 დღის შემდეგ ერთი კვირით შეისვენეთ და კურსი გაიმეორეთ. კიდევ ერთი კურსი ჩაიტარეთ ნახევარი წლის შემდეგ.