ტკბილად განკურნება ართროზის მტანჯველი ტკივილებისგან!
ართროზით დაავადებულებმა იციან, როგორი მტკივნეულია ეს დაავადება. რატომ არის ართროზი ასე მტანჯველი?
საქმე იმაშია, რომ ძვლების ზედაპირი სახსარში დაფარულია გლუვი მკვრივი ხრტილოვანი ქსოვილით. მასში სისხლძარღვები არ არის და მკვებავი ნივთიერებები სასახსრე სითხით მიეწოდება. ართროზის დროს ხრტილზე ილექება კალციუმის მარილები, რომლებიც აძნელებენ უჯრედების კვებას და ხრტილის ქსოვილი იშლება.
ჯანმრთელ სახსარში ხრტილის ცვეთის და აღდგენის პროცესები დაბალანსებულია. დაავადებულ სახსარში კი ხრტილის ზედაპირი თანდათან ცვდება, უსწორმასწორო ხდება. ამიტომ ძვლების შეხება ტკივილს იწვევს.
ართროზისგან განკურნებისთვის აუცილებელია კალციუმის ფენის მოშორება. არანაირ ემულსიას და მალამოს ამის გაკეთება არ შეუძლია, რადგან მათ კანზე უსვამენ და შიგნით ვერ ხვდება.
არსებობს ნატურალური ბიოსტიმულატორი, რომელიც აიძულებს სახსართან მდებარე ქსოვილს გაზარდოს სასახსრე სითხის გამომუშავება, რომელიც გამორეცხავს კალციუმის ნალექს და აღადგენს ხრტილს. ეს თაფლია. თაფლიანი მასაჟი კარგად შველის ართროზის დროს.
მკურნალობის წესი ასეთია:
1 ს/კ თაფლი მოათავსეთ ცხელი წყლით სავსე ჩაიდნის გადმოტრიალებულ სახურავზე და დადგით ჩაიდანი დაბალ ცეცხლზე. მტკივან ადგილას დაიდეთ სათბურა, დაწექით საწოლში. სათბურა გაიჩერეთ 15 - 20 წთ. პერიოდულად შეიცვალეთ მდგომარეობა, რომ სახსარი თანაბრად გათბეს. შემდეგ წამოჯექით, აიღეთ ორი თითით ცოტაოდენი თაფლი და წრიული მოძრაობებით შეიზილეთ. როგორც კი თაფლი შეიზილება და თითები კანს მიეკრობა, კიდევ აიღეთ ცოტა თაფლი და შეიზილეთ. მასაჟის ხანგრძლივობა 10 - 20 წთ. მასაჟის შემდეგ 3 - 4 ფენად დაკეცეთ დოლბანდი, დაიდეთ მტკივან ადგილას და ჩაიცვით თბილი ტანსაცმელი. 2 - 3 საათის შემდეგ დოლბადი შეგიძლიათ მოიხსნათ, კანი მოიბანეთ თბილი წყლით.
მკურნალობის კურსი - 10 სეანსი. პირველი სამი სეანსი მიყოლებით ჩაატარეთ, შემდგომი სეანსები - დღეგამოშვებით.
საჭიროების შემთხვევაში 2 კვირის შემდეგ მასაჟის კურსი გაიმეორეთ. ამ შემთხვევაში მასაჟები 2 - 3 დღის გამოშვებით გაიკეთეთ.