ვენების ვარიკოზული გაგანიერება გაწუხებთ? მარტივად გადაჭერით ეს პრობლემა აქ...
სუპერმარკეტში გამყიდველ - კონსულტანტად ვმუშაობ და, ბუნებრივია, მთელი დღე ფეხზე მიწევს დგომა. ერთ დღეს შემისივდა, ამეწვა და ამტკივდა ფეხები. მალე წვივებზე ვენებიც დამაჩნდა...რაღა ბევრი გავაგრძელო, დამიდგინეს ვენების ვარიკოზული გაგანიერება. მოგეხსნებათ, ვენებს მუდმივი მკურნალობა სჭირდება ძვირად ღირებული წამლებით, მე კი ამის საშუალება არ მაქვს, ამიტომ ცხენისწაბლას წვენს ვსვამ და კმაყოფილი ვარ. ფეხს ჩვეული სისქე დაუბრუნდა, აღარც ისე მეწვის და მტკივა.
- ცხენისწაბლას ყვავილები დაჭყლიტეთ და გამოწურეთ. დღეში 2-ჯერ 1 სუფრის კოვზ წყალში გახსენით 25-30 წვეთი წვენი და მიიღეთ.
- აიღეთ 2-3 სუფრის კოვზი ცხენისწაბლას ყვავილი ან ნაყოფი, დაასხით 100 მლ არაყი, დაახურეთ თავზე და 5 დღე გააჩერეთ გრილ, ბნელს ადგილას. მიიღეთ 1 ჩაის კოვზი დღეში 3-ჯერ.
- აიღეთ 4 სუფრის კოვზი სელის თესლი, დაასხით 1 ლიტრი წყალი და ადუღეთ ნელ ცეცხლზე 10 წუთის განმავლობაში. ჭურჭელს თავზე დაახურეთ, კარგად შეფუთეთ და 1 საათით დადგით სითბოში. ნახარში მიიღეთ თბილ-თბილი, ნახევარი ჩაის ჭიქა 2 საათში ერთხელ, დღეში 6-8-ჯერ. გემოვნებისამებრ, შეგიძლიათ დაუმატოთ ლიმონის ან რომელიმე ხილის წვენი.
თრომბოფლებიტის მოთვინიერებაც შეიძლება - საჭიროა ერთი წილი (0,25 - 0,3 გრამი) მუმიო, 20 წილი (5 გრამი) თაფლი და ამდენივე რძე. უნდა აურიოთ ერთმანეთში და მიიღოთ დღეში 2-ჯერ. 0,25 გრამი მუმიო არის ერთი მიღების დოზა.
მკურნალობის კურსი 20-25 დღეა, თუმცა საჭიროების შემთხვევაში შეიძლება მისი გამეორება 10 დღის შემდეგ. მკურნალობა ამცირებს ქვედა კიდურების შეშუპებას და მტკივნეულ შეგრძნებებს. მკურნალობის კურსის შემდეგ შეგიძლიათ გაიკეთოთ სისხლის საერთო ანალიზი - თავად დარწმუნდებით, რომ ეს წამალი ზრდის სისხლში ერითროციტების რაოდეობას და, შესაბამისად, ჰემოგლობინის მაჩვენებელსაც.