ტოპ 5 ყველაზე პატიოსანი და გულახდილი ზოდიაქოს ნიშანი.
მსოფლიოში ბევრი ორპირი და თვალთმაქცი ადამიანია, რომელიც ოსტატურად ატარებენ ნიღაბს და გარშემომყოფები შეცდომაში შეყავთ. მიზეზებს, რატომაც ადამიანები თავიანთ ნამდვილ პიროვნებას ან ინტერესებს მალავენ, შესაძლოა სხვადასხვა ფესვები ჰქონდეს: ბანალური შიშიდან დაწყებული სხვა ადამიანების მანიპულირების სურვილით. ზოდიაქოს ნიშნები შესაძლოა იყოს ძალიან კარგი ინდიკატორი, თუ რამდენად შეიძლება ვენდოთ ამა თუ იმ ადამიანს. როგორც მინიმუმ, ზოდიაქოს ამ 5 ნიშანმა ძალიან კარგი რეპუტაცია მოიხვეჭეს, როგორც ყველაზე პატიოსანმა და გულახდილმა ნიშნებმა.
- კირჩხიბი
კირჩხიბი თავისი ძალიან მკაცრი მორალური კოდექსის შესაბამისად ცხოვრობს. ის ვერ იტანს ტყუილს და არ პატიობს მას. კირჩხიბი ბუნებით ზედმეტად ემპათიური და შემთვისებელია, ეს იმას ნიშნავს, რომ მან კარგად იცის, რამდენად დამღუპველია ტყუილი და ცდილობს მას თავი აარიდოს. კირჩხიბი - ხელგაშლილი, მზრუნველი და მოსიყვარულე პიროვნებაა, ის ყოველთვის ცდილობს მის ცხოვრებაში მყოფ ადამიანებს დაეხმაროს. ახლობლის ღალატი ან თავისი ნამდვილი სახის დამალვა თავში არასდროს მოუვა. - ლომი
ლომი თავისი ექსტრავერტული ბუნებისა და ყურადღების ცენტრში ყოფნის სურვილის გამო ეჭვის თვალით უყურებს ყველა არაწრფელ ადამიანს. თავად გულახდილი ადამიანი არის და თავის ემოციებს არ მალავს, ამიტომ არასდროს ესმით, რატომ ატარებენ ადამიანები ნიღაბს და ნამდვილი ინტერესების დამალვით სულს იღუპავენ. ლომები გულწრფელობის არ არსებობას როგორც პირად შეურაცხყოფას ისე აღიქვამენ და თუ ვინმე ტყუილში გამოიჭირეს გაბრაზდებიან და განრისხდებიან. - მორიელი
მორიელი ეს მოსიარულე სიცრუის დეტექტორია. ის სიყალბეს კილომეტრში გრძნობს და ყველანაირად ცდილობს ასეთ ადამიანთან კონტაქტს თავი აარიდოს. ტიპიური მორიელი ტყუილს განიხილავს როგორც სისუსტის ნიშანს, ამიტომ არ განიცდის არანაირ მერყეობას და ეჭვს რომ შეწყვიტოს კონტაქტი ისეთ ადამიანთან, რომელმაც თავისი სუსტი ადგილი გამოაჩინა და საკუთარ თავში დარწმუნებული არაა. - მერწყული
მერწყული მომთმენი და გამგები ადამიანია, რომელსაც შეუძლია ერთი და იმავე სიტუაციის ორივე მხარე დაინახოს. ის შეეცდება გაუგოს და აპატიოს ადამიანს და, თუ შესაძლოა, დამნაშავეს გამართლების საშუალებას მისცემს.
თუმცა, თუ მატყუარამ წარუმატებლობა განიცადა და არაგულწრფელ ქცევას აგრძელებს, მერწყულისთვის ის არსებობს შეწყვეტს. ეს ნიშანი აფასებს გულახდილობას და თვლის ტყუილს საშინელ თვისებად, ამიტომ ღალატს არ აიტანს. - თევზები
კიდევ ერთი ნიშანი, რომელიც კრისტალურად გულახდილია და უპირატესობას ანიჭებს საკუთარი აზრის პირდაპირ გამოთქმას, თუნდაც მოსაუბრისთვის ოდნავ საწყენი იყოს. თევზები არ შეამსუბუქებს თავის ხედვას, ამიტომ ხშირად მათ ზედმეტად პირდაპირ, უტაქტო და უხეშ ადამიანად მიიჩნევენ. ამ ნიშნის წარმომადგენლებს არ შეუძლიათ დამალონ, ის რასაც შიგნიდან გრძნობენ, წინააღმდეგ შემთხვევაში "აფეთქდებიან". მიუხედავად იმისა რომ ამის გამო აკრიტიკებენ, სიმართლე ისაა რომ ისინი აბსოლუტურად ბუნებრივები და გულწრფელები არაინ ყველა მხრივ.