6 ყველაზე პირდაპირი ზოდიაქოს ნიშანი

6 ყველაზე  პირდაპირი ზოდიაქოს ნიშანი
პატიოსნება საუკეთესო სტრატეგიაა. ჩვენ გვსურს გავიგოთ და ვისაუბროთ მხოლოდ სიმართლე, თუმცა ყოველთვის პატიოსანი და გულღია ვერ ვიქნებით. საქმე იმაშია, რომ ბევრ ადამიანს სურს მხოლოდ ის სიმართლე, რომელიც სასიამოვნოა და მათ შეხედულებას ესადაგება. სწორედ ამიტომ პირდაპირობა ყოველთვის მისასალმებელი არაა, რადგან შეიძლება ვიღაცისთვის უხეში და საწყენი იყოს. ზოგიერთი ზოდიაქოს ნიშანი ცდილობს მაქსიმალურად გულახდილი იყოს, მაგრამ გარშემომყოფებს ეს არ სიამოვნებს. FPAPARAZZI-ის რედაქცია გთავაზობთ 6 ზოდიაქოს ნიშანს, რომლებიც ყველაზე მეტად პირდაპირები არიან. 

  1. ვერძი

    ვერძი ცნობილია იმით, რომ თავის შესახებ აბსოლუტურად ყველაფერს მოგიყვებათ, მაშინაც კი თუ ამის შესახებ არ ჰკითხავთ. ის აუცილებლად გაახმოვანებს რაღაცას ამ სტილში "რატომ ჩაიცვით ეს საშინელი ყვავილოვანი პრინტის პერანგი?" ან "ეს სათვალეები არც თუ ისე გიხდება". ვერძის ენა - მისი მტერია. მას საერთოდ არ შეუძლია ენის დროულად გაჩერება და საჭიროდაც არ თვლის, რადგან პირდაპირობა მისი გაგებით პირველ ადგილზეა. ცეცხლის ნიშანს ნამდვილად შეუძლია თავისი სიტყვებით დაგწვას და თავისი გამოხატვით საკმაოდ მკაცრი იყოს. 


  2. კურო

    თუ კონფლიქტის თავიდან არიდება შეიძლება, კურო შეეცდება ასე გააკეთოს, მაგრამ ზოგიერთ სიტუაციაში თავის შეკავება უჭირს და შეიძლება სწორედ ის თქვას, რასაც ფიქრობს. ტყუილის თქმა არ უნდა, რადგან ეს დისკომფორტს უქმნის. ერთადერთი მიზეზი, რის გამოც შეიძლება კურომ გვერდზე გადაუხვიოს - ეს იმიჯის შენარჩუნებაა. მიუხედავად ამისა, ჭეშმარიტება ეს მისი ჰობია და თვლის რომ ხალხს მხოლოდ სიმართლე უნდა უთხრას და ხშირად ამის გამო არასასიამოვნო სიტუაციებში ხვდება. 


  3. კირჩხიბი

    კირჩხიბს რაც უფრო მეტად დაუახლოვდებით, მით უფრო მალე იგრძნობთ მის პირდაპირობას, უსაზღვრო უტაქტობას. კირჩხიბი - მოსიყვარულე და მზრუნველი ნიშანია, მაგრამ ამავდროულად ის დარწმუნებულია რომ როცა სიმართლეს ამბობს, სხვის გრძნობებს ითვალისწინებს. სამწუხაროდ, კირჩხიბი მწარედ ცდება! რამდენადაც ის ხალხისთვის დახურულია, ვერ საზღვრავს თუ მისი სიტყვები რამდენად ტკივილს აყენებს ადამიანებს. თუმცა ოჯახის წევრები და მეგობრები, რომლებიც კირჩხიბს კარგად იცნობენ, ამაზე თვალს ხუჭავენ.


  4. ლომი

    ლომს აბსოლუტურად არაფრის არ ეშინია და სიმართლეს ყველას თვალებში ჩრის, მიუხედავად იმისა რომ ამას უსიამოვნო შედეგები შეიძლება მოჰყვეს. იმ დროიდან როცა მას გაიცნობთ, ეს ნიშანი მხოლოდ იმას გაახმოვანებს, რასაც სიმართლედ ჩათვლის. თუმცა უნდა ვაღიაროთ, რომ ძირითად ეს ხდება სცენარით "კითხვა-პასუხი", თავისი ინიციატივით ლომი ყოველთვის პირდაპირი არაა. მას სურს თავდაჯერებული ლიდერი იყოს, ამის გამო პატიოსნების მაგალითი უნდა გახდეს, რომ ადამიანებმა მისი ირწმუნოს. ლომი თავისი პირდაპირობით ძალიან ამაყობს და ეს იმიჯი მისთვის ბევრად მნიშვნელოვანია, ვიდრე სულელურად პატარა ტყუილში გამოიჭირონ. 


  5. ქალწული

    ქალწული რაციონალური და ლოგიკური პიროვნება, ასე რომ ტყუილზე ლაპარაკიც ზედმეტია, მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში. ქალწულის პირიდან სიმართლე ყოველთვის ძალიან მკაცრად ჟღერს და ზოგჯერ ხალხს სურს რომ უბრალოდ გაჩუმდეს, ვიდრე ასეთი საშინელი რამ თქვას, რაც არ უნდა სიმართლე და სინამდვილე იყოს. პარადოქსი იმაშია, რომ ამ ნიშანს ხალხისთვის ტკივილის მიყენება არ სურს, მისი განზრახვა ყოველთვის მათ სასარგებლოდ არის მიმართული. ქალწულის უბრალოდ არ შეუძლია არ ასწავლოს ხალხს და სწორ გზაზე არ დააყენოს - აქედან მოდის მისი პირდაპირობა. 


  6. მშვილდოსანი

    ტყუილი - მშვილდოსნისთვის ეს უკანასკნელი სიტუაციაა. მას უყვარს იყოს გულახდილი და პატიოსანი გარშემომყოფებთან. ხშირად ზედმეტი პატიოსნება სერიოზული გულისტკენით მთავრდება - იმდენად უხეშად და მკაცრად ჩანს მისი პირდაპირობა და გულახდილობა. მას ამა თუ იმ საკითხზე საკუთარი აზრის გამოთქმისგან თავის შეკავება უჭირს. ხშირად მისი "პირდაპირობა" საჭირო არაა და უადგილოცაა. სხვათაშორის, საკუთარ თავთან მიმართებაში მშვილდოსანი მხოლოდ სიმართლეს მოითხოვს, მაგრამ პატივისცემით და მეგობრულად.