პროფესორი რობერტ ლასტიგი: ''მშობლებო, თქვენ თავად წამლავთ საკუთარ შვილებს და ამის შესახებ არც კი იცით''.
პარადოქსია, თუმცა უკანასკნელი 15 წლის სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, იმ ადამიანთა რიცხვმა, რომლებიც გაცხიმოვნებისგან იტანჯებიან, 30%-ით გადააჭარბა შიმშილის პირას მყოფი ადამიანების რიცხვს. რაც არ უნდა სამწუხარო იყოს, ეს არა ერთი კონკრეტული ქვეყნის, არამედ მთელი მსოფლიოს სტატისტიკაა.
რობერტ ლასტიგი - სან-ფრანცისკოში მდებარე კალიფორნიის უნივერსიტეტის პროფესორი და მკვლევარი, რომელიც გახლავთ ამ სამწუხარო სტატისტიკის ავტორი. აშშ-ში ყველაზე ცნობილი და პოპულარული ექიმის სიტყვებით, თანამედროვე საზოგადოება დიდი კატასტროფის წინაშე დგას.
გასულ წელს რობერტ ლასტიგის ჯგუფმა დეტალურად გამოიკვლია საკვები პროდუქტების მსოფლიო ბაზარი. კვლევების შედეგად ნათელი გახდა, თუ რა უდევს საფუძვლად შაქრიანი დიაბეტის ეპიდემიასა და გაცხიმოვნების მაღალ მაჩვენებელს. უკვე დღეს მსოფლიო მოსახლეობის 5% დიაბეტისგან იტანჯება და ამ ტემპით უახლოეს მომავალში ეს მაჩვენებელი ჯერადად გაიზრდება, რაც დამღუპბელ შედეგებს მოგვიტანს. თუ ამერიკელი პროფესორის კვლევებს დავუჯერებთ, 2030 წლისათვის იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც გაცხიმოვნებისგან იტანჯებიან, 42%-ით გაიზრდება.
რა კავშირია გაცხიმოვნებასა და დიაბეტს შორის? ხშირად, ეს ორი პრობლემა ერთმანეთის თანმხლები დაავადებაა, რაც შემთხვევითობას ნამდვილად არ წარმოადგენს.
''ინსულინის მაღალი დონის გამო, ადამიანის ორგანიზმში დაგროვებას იწყებს ჭარბი რაოდენობით ცხიმი. გარდა ამისა, ამ ჰორმონის დონის მატება არ გვაძლევს ცხიმების დაშლისა და მოშორების საშუალებას. რაც უფრო მეტია პაციენტის ორგანიზმში ცხიმოვანი ქსოვილი, მით ურფო მაღალია ინსულინრეზისტენტულობა, ხოლო რაც უფრო მაღალია სისხლში ამ ჰორმონის მაჩვენებელი, მით უფრო მაღალია გაცხიმოვნების რისკი. დიახ, ეს ჩაკეტილი წრეა, რომელსაც მომავალში მე-2 ტიპის შაქრიანი დიაბეტის განვითარებამდე მივყავართ''.
როგორ გავთავისუფლდეთ პრობლემისგან?
იმასთვის, რომ ვიყოთ ჯანმრთელები, აუცილებელია ვჭამოთ ნაკლები და ყოველდღიურად დავტვირთოთ თავი ფიზიკურად. თუ თქვენ ამას არ გააკეთებთ, ერთადერთი ადამიანი, რომელიც იმ სავალალო შედეგებზე იქნება პასუხისმგებელი, რაც წინ გელით, თავად იქნებით.
როდესაც ვამბობთ, რომ აუცილებელია დღიურად მინიმალური რაოდენობით კალორიების მიღება, ჩვენ არასდროს ვითვალისწინებთ ამ კალორიების წარმოშობას და მათ შესაძლო სარგებელსა თუ ზიანს ჩვენს ორგანიზმზე, რაც დამღუპველი შეცდომაა. თუ ჩვენ თანამედროვე მოზარდის კვების რაციონს გადავხედავთ, უმეტეს შემთხვევაში აქ სასარგებლოს ვერაფერს ვიხილავთ. თქვენ კარგად მოგეხსენებათ, რომ სხვადასხვა საკვებ პროდუქტებს ორგანიზმი სხვადასხვაგვარად ითვისებს, თუმცა რამდენად იცოდით, რომ ორგანიზმისთვის ცხიმიან საკვებზე გაცილებით სახიფათო და საზიანო ტკბილი საკვებია?
ხშირად, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მრავალი სერიოზული პრობლემის განვითარების მიზეზი არასაკმარისი ცოდნაა. რამდენად იცოდით, რომ სასარგებლო ცხიმი აუცილებელია ნივთიერებათა ცვლის პროცესების გასამართად? არცერთი რეგულარული ვარჯიში არ მოგიტანთ სასურველ შედეგს, თუ თქვენ კვებასთან დაკავშირებით პრობლემები გაქვთ.
ცხიმგაცლილი პროდუქტები - საკუთარი თავის მოტყუების საშუალება. ეს პროდუქტები არა სასარგებლო, არამედ პირიქით - მავნებელია. კიდევ უფრო დიდ ზიანს ჩვენს ორგანიზმს სწრაფი კვების პროდუქტები აყენებს, რომლებიც მთლიანად გაჟღენთილია ზეთით, მარილითა და შაქრით. იცოდით, რომ ადამიანის ტვინში არ არსებობს ისეთი მექანიზმი, რომელიც იწვევს დამოკიდებულებას მარილზე და ცხიმზე? სამაგიეროდ, იგივეს ვერ ვიტყვით შაქარზე... ჩვენი ტვინი მარტივად ეჩვევა მას და ძალიან უჭირს მასზე დამოკიდებულების დამარცხება.
თეთრი შაქარი
''შაქარი მოქმედებს იგივე პრინციპით, როგორც ძლიერი ნარკოტიკული საშუალებები. ადამიანის ტვინი მოწყობილია ისე, რომ როდესაც მას უჩნდება დამოკიდებულება ერთი კონკრეტული ნარკოტიკის მიმართ, მას ავტომატურად უვითარდება მიდრეკილება ისეთი მსგავსი ნივთიერებებისადმი, რომლებიც ტვინში იგივე ბიოქიმიური პროცესების წარმოებას განაპირობებს. აქედან გამომდინარე, ადამიანს, რომელიც დამოკიდებულებულია ტკბილეულზე, უკვე აქვს მიდრეკილება ალკოჰოლიზმისა და ნარკომანიისკენ''.
საკვები პროდუქტების მწარმოებლები ყოველთვის იქცევიან ისე, თითქოს აღწერილი სამწუხარო სტატისტიკა მათთვის ზიანის მისაყენებლად გამოგონებული ტყუილი იყოს. სამაგიეროდ, ჩვენ ყოველდღიურად ვხედავთ ტელევიზორების ეკრანებზე ტკბილი გაზირებული სასმელების, შოკოლადების, ჩიფსებისა და ადამიანის ორგანიზმისთვის დამღუპველი სხვა პროდუქტების რეკლამებს. ყველაზე სამწუხარო კი ის ფაქტია, რომ დღესდღეობით ჭარბი რაოდენობით შაქარი გამოიყენება ჩვილ ბავშვთა საკვებ პროდუქტებშიც, რაც წარმოუდგენლად დიდი დანაშაულია!
''სულ რაღაც 7 წელში, 2000 წლიდან 2007 წლამდე, მთელი მსოფლიოს მასშტაბით შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ ადამიანთა მაჩვენებელი 5,5%-იდან 7%-მდე გაიზარდა. ამ სამწუხარო სტატისტიკაში მნიშვნელოვან, გადამწყვეტ როლს თეთრი შაქარი და მავნე ნახშირწყლებით მდიდარი სხვა პროდუქტები თამაშობს. რაც შეეხება თავად პროდუქტების კალორიულობას, ის შაქრიანი დიაბეტის განვითარებაში უმნიშვნელო როლს თამაშობს. მაგალითად, თუ თქვენ დღის განმავლობაში 150 კალორიით მეტს მიიღებთ, ვიდრე ჩვეულებისამებრ, შაქრიანი დიაბეტის განვითარების რისკი 0,1%-ით გაიზრდება, თუმცა იმ შემთხვევაში, თუ ამ ზედმეტ 150 კალორიას ტკბილი გაზირებული სასმელით მივიღებთ, ამ მზაკვურლი დაავადების განვითარების რისკი დაახლოებით 11-ჯერ გაიზრდება''.
შაქარი - თანამედროვე ბაზრის მამოძრავებელი ძალა. ჩვენს ბაზარზე არსებული საკვები პროდუქტების 80% მდიდარია ამ დამღუპველი ნივთიერებით. შესაბამისი ცოდნის დეფიციტის გამო ჩვენ უდიდეს ზიანს ვაყენებთ არა მხოლოდ საკუთარ, არამედ ჩვენი შვილების ჯანმრთელობას. მშობლებო, კარგად დაფიქრდით, სანამ საკუთარი პატარის ტკბილეულით განებივრებას გადაწყვეტთ...
რამდენიმე რჩევა ჩვენი რედაქციისგან:
1. ნუ მოატყუებთ საკუთარ თავს! დაივიწყეთ სინთეტიკური და ნატურალური შაქრის შემცვლელების არსებობაზე. თითოეული მათგანისთვის უამრავი გვერდითი მოვლენაა დამახასიათებელი.
2. თუ გსურთ, იყოთ ჯანმრთელი, მიირთვით უჯრედისით მდიდარი საკვები პროდუქტები.
3. მიირთვით მაქსიმალური რაოდენობით ნატურალური პროდუქტები. გაითვალისწინეთ, დიაბეტის მკურნალობა გაცილებით ძვირი ჯდება, ვიდრე სასარგებლო საკვები. შეძლებისდაგვარად, თქვით უარი ნახევრადფაბრიკატებზე ან მინიმუმამდე შეამცირეთ მათი მიღება.
4. არ შეიძინოთ ცხიმგაცლილი პროდუქტები. მათგან ზიანის გარდა ვერაფერს მიიღებთ.
5. გაამდიდრეთ კვების რაციონის ისეთი პროდუქტებით, რომლებიც სეროტონინსა და დოფამინს შეიცავს: თევზი, ხორცი, ლობიო, ზღვის პროდუქტები, თხილი, სოკო, შვრია, წიწიბურა, ფინიკი, გოგრის თესლი და ა.შ.
6. ყოველთვის დაამზადეთ საკვები თავად და მაქსიმალურად მოერიდეთ საოჯახო კერძებში შაქრის გამოყენებას.