როგორ მოვირჩინოთ ჩახლეჩილი ხმა სახლის პირობებში
იმ შემთხვევაში, თუ ხმის ჩახლეჩვის მიზეზი ძალიან ხმამაღლა და ემოციურად ლაპარაკია, დამშვიდდით, გაერკვიეთ პრობლემის მიზეზებში და დალიეთ ცხელი ჩაი. უკეთესი შედეგისთვის დაუმატეთ თაფლი და ლიმონი. ასევე რეკომენდებულია ყურძნის წვენი უშაქროდ ან ძახველის წვენი. თუ გიყვართ რძე, მაშინ მაშინ სვით თბილ მდგომარეობაში მთელი დღის განმავლობაში. სურვილის შემთხვევაში, რძისთვის შეიძლება გამდნარი ნაღების ზეთის დამატება.
- გაციების შემთხვევაში მოქმედ საშუალებად ითვლება გამოვლებები. განაზავეთ 1 ს/კ გვირილა ან გულყვითელა 1 ჭიქა თბილ წყალში. გამოივლეთ ეს ნაყენი ყელში 1 საათის განმავლობაში, ამ დროს არ შეიძლება რამის დალევა ან ჭამა.
- მოხარშეთ კარტოფილი, შემდეგ გადაიფარეთ თავზე პირსახოცი და ისუნთქეთ ორთქლი. ის ხსნის ყელს, სასუნთქ გზებს და ეფექტურად აღადგენს ჩახლეჩილ ხმას.
- მომღერლებს ხმის აღდგენაში ქათმის უმი კვერცხი დაეხმარებათ. მის შიგთავსს პირდაპირ სვამენ, მაგრამ ამ მეთოდის ხშირი გამოყენება არ არის რეკომენდებული. ნივთიერებები, რომლებსაც კვერცხი შეიცავს, დიდი რაოდენობით მიღების შემთხვევაში საზიანოა ორგანიზმისთვის.
- ჩახლეჩილ ხმას მცენარეული და ნაღების ზეთებიც შველის. წაუსვით ნაღების ზეთი პურის ნაჭერს და ნელ-ნელა მიირთვით. მცენარეული ზეთი გამოიყენება ყელში გამოსავლებად. თუ გიყვართ თაფლი, მაშინ გამოიყენეთ იგი როგორც წამალი. ჩაიდეთ პირში თაფლიანი კოვზი და ნელ-ნელა გალოკეთ.
- ყველაზე მნიშვნელოვანი, რისი გაკეთებაც გევალებათ ხმის ჩახლეჩვის შემთხვევაში ეს არის - ექიმთან ვიზიტი. ის გამოგიწერთ საჭირო საშუალებებს თქვენი ხმის იოგების აღსადგენად. მკურნალობის დროს ეცადეთ ილაპარაკოთ, რაც შეიძლება ცოტა. მოერიდეთ ჩურჩულს, რადგან უფრო მეტ ზიანს მოგაყენებთ, ვიდრე ყვირილი.