2 ინგრედიენტისგან შემდგარი სასმელი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის. გახდომა პრობლემას არ წარმოადგენს!

2 ინგრედიენტისგან შემდგარი სასმელი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის. გახდომა პრობლემას არ წარმოადგენს!
კურკუმას სასარგებლო გავლენა ჩვენს ორგანიზმზე მრავალი სამეცნიერო კვლევითაა დამტკიცებული. ეს სანელებელი ფლობს ძლიერ ანთების საწინააღმდეგო, მადეზინფიცირებელ, ანტიოქსიდანტურ და ანტისეპტიკურ თვისებებს. ამ უნიკალური პროდუქტის ყოველდღიური კვების რაციონში ჩამატებით თქვენ შეძლებთ იმუნიტეტის ამაღლებას, სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებას და ნივთიერებათა ცვლის პროცესების დაჩქარებას.

სწორედ ამ თვისებებიდან გამომდინარე, ადამიანების უმრავლესობა, რომელთა მიზანს წონის დაკლება წარმოადგენს, დახმარებისთვის კურკუმას მიმართავს. დღეს ''Fpaparazzi''_ის რედაქცია გაგიზიარებთ უნიკალური სასმლის მომზადების რეცეპტრს, რომელიც არა მხოლოდ საოცრად გემრიელია, არამედ აქვს ძალზედ სასარგებლო გავლენა ჩვენს ორგანიზმზე. ამ სასმლის დახმარებით თქვენ მარტივად შეძლებთ ზედმეტი კილოგრამების მოკლებას და ორგანიზმის დეტოქსიკაციას.

ინგრედიენტები:
  • 3 ლ წყალი;
  • 2-3 ლიმონი;
  • 150 მლ თაფლი;
  • 2 ს.კ კურკუმა;

მომზადება:

1. მოიმარჯვეთ 3 ლიტრიანი ქილი ამ სასმლის შესანახად.

2. აადუღეთ წყალი და მიეცით მას ოთახის ტემპერატურაზე ოდნავ გაგრილების საშუალება. ჩაასხით გადადუღებული წყალი ქილაში.

3. ჩაამატეთ თბილ წყალში თაფლი და კურკუმა.

4. გარეცხეთ ლიმონი და გახეხეთ კანთან ერთად წვრილ სახეხზე.

5. ჩაამატეთ გახეხილი ლიმონი თქვენ მიერ მომზადებულ ნარევში. ქილას მჭიდროდ დაახურეთ თავსაფარი და მიღებულ სასმელი დააყოვნეთ 24 საათით.

სასმლის მიღებამდე აუცილებლად გაფილტრეთ იგი. მიიღეთ ეს სასმელი 120 გრამის ოდენობით დღეში სამჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე. მკურნალობის ეს კურსი უნდა გაგრძელდეს 3 კვირას. სასიამოვნო შედეგი ძალიან მალე თვალსაჩინო იქნება!

იმ შემთხვევაში, თუ თქვენ კუჭ-ნაწლავის ტრაქტთან დაკავშირებული პრობლემები გაწუხებთ, შეიკავეთ თავი მსგავსი სასმელების მიღებისგან. მკურნალობის ამ კურსის დაწყებამდე უკეთესი იქნება ექიმთან კონსულტაციის გავლა.


არ დაგავიწყდეთ ამ უნიკალური რეცეპტის მეგობრებისთვის გაზიარება!