16-ჯერ შეწყვეტილი ორსულობის შემდეგ მან როგორც იქნა ბავშვი გააჩინა. ექიმები მხოლოდ ამის შემდეგ მიხვდნენ მიზეზს

16-ჯერ შეწყვეტილი ორსულობის შემდეგ მან როგორც იქნა ბავშვი გააჩინა. ექიმები მხოლოდ ამის შემდეგ მიხვდნენ მიზეზს
26 წლის კეილი ვუდი ფიქრობდა, რომ ვერასდროს გახდებოდა დედა. გოგონას უკვე 15-ჯერ შეუწყდა ორსულობა. ის უკვე იმდენჯერ იყო ექიმთან, რომ ბავშვის გაჩენის იმედი საბოლოოდ დაკარგა. 

ექიმთან ერთ-ერთი ვიზიტის შემდეგ დაადგინეს მიზეზი - ზედმეტი ნაწიბურები მუცლის ღრუში. მათ მოსაშორებლად ოპერაცია დაინიშნა. კეილის კიდევ ერთხელ მოშორდა მუცელი, მე-17-ჯერ კი შეძლო დაორსულება და პატარა ბიჭის გაჩენა!



რედჯი ოქტომბერში დაიბადა. "ყოველდღე ვტიროდი იმ ბავშვების გამო, რომლებიც დავკარგე. მაგრამ ახლა ისეთი ბედნიერი ვარ, როცა ხელში რედჯი მიჭირავს" - თქვა მის ვუდიმ. კეილის არასდროს უფიქრია რომ ამდენ მუცლის მოწყვეტას გადაიტანდა. 

ამ წლების განმავლობაში გოგონამ ბევრი პატარა დაკარგა, მაგრამ მიზეზის გამოსაკვლევად ექიმებმა არაფერი გააკეთეს. "ვბრუნდებოდი ექიმებთან, რომლებიც მეუბნებოდნენ რომ "ასე ხდება". ისინი არაფერს აკეთებდნენ, რომ დაედგინათ მიზეზი, თუ რატომ ვკარგავდი ბავშვებს" - ამბობს ვუდი. 



ექიმების ასეთი გულგრილი დამოკიდებულების გამო კეილი დეპუტატ სტივენ ბარკლაისთან მივიდა და დახმარება სთხოვა. თავის მხრივ, სტივენი ლონდონის სამეფო საავადმყოფოს დაუკავშირდა. ის კეილი ვუდის საქმის განხილვას მოითხოვდა. 



საავადმყოფოს ექიმებმა აღიარეს, რომ არ იცოდნენ რითი იყო გამოწვეული ნაწიბურები, მაგრამ ირწმუნებოდნენ რომ მათი მოშორება სასიკეთო შედეგს გამოიღებდა. და ეს ასეც მოხდა! "უკვე ექიმებს მიმართ იმედი სრულად გამიცრუვდა. იმედიც არ მქონდა რომ დავორსულდებოდი" - ჰყვება კეილი ვუდი. 

როცა გოგონას უნდა ემშობიარა, ექიმებმა აღმოაჩინეს რომ სანაყოფე წყალი გამქრალი იყო. ეს კი ბავშვის სიცოცხლისთვის საშიშია. კეილის ეშინოდა რომ ბავშვს კვლავ დაკარგავდა, მაგრამ ექიმებმა სასწრაფოდ საკეისრო კვეთა გაუკეთეს.



ექიმების სწრაფი რეაქციის წყალობით ბავშვი და მის ვუდის ნერვული სისტემა გადარჩა. რედჯი ჯანმრთელი, წონით თითქმის 3 კილო დაიბადა. კეილი მაშინ ამბობდა: "წამი, როცა როგორც იქნა ბავშვი ჩავიხუტე - უბრალოდ აღუწერელია. ეს ყველაზე გასაოცარი გრძნობაა".



რედჯი - ბავშვი, რომელმაც დედა განკურნა. ის იმდენად ბედნიერი, ჯანმრთელი ბიჭია, რომელიც მუდამ იღიმის. რა თქმა უნდა, კეილი განიცდის რომ ამდენი ბავშვი დაკარგა, მაგრამ რედჯი მას ბედნიერად ცხოვრებაში ეხმარება.