17 წლის ორსული ქალი ექიმის კაბინეტში იყო. ექიმი ძალებს იკრებდა, არ იცოდა მისთვის როგორ ეთქვა.

17 წლის ორსული ქალი ექიმის კაბინეტში იყო. ექიმი ძალებს იკრებდა, არ იცოდა მისთვის როგორ ეთქვა.
პენსილვანიელი 17 წლის დანა სკატონის ცხოვრებაში უბედურებას არაფერი წინასწარმეტყველებდა. გოგონამ მისაღები გამოცდები წარმატებით ჩააბარა, ერთი წელი ისწავლა და საყვარელი ადამიანიც იპოვა. როცა გაირკვა რომ დანა ორსულად იყო, ოჯახი ამ საკითხს პოზიტიურად შეხვდა. 

გოგონას ექვსმა და-ძმამ მისი დახმარების მზადყოფნა გამოხატეს, ბიჭს კი ბედნიერებისგან თავიც კი არ ახსოვდა. თუმცა შემოდგომას, როცა სკატონი უკვე ორსულობის მე-7 თვეში იყო, ის მიხვდა: რაღაც უცნაური ხდებოდა...



თავიდან გოგონა ყველაფერს საერთო ავადმყოფობას და სისუსტეს თავის მდგომარეობას უკავშირებდა. თუმცა შემდეგ გოგონას ფეხების გაშეშება დაეწყო. დანა დედასთან ერთად საავადმყოფოში სასწრაფოდ წავიდა. დათვალიერების შემდეგ ექიმები ერთმანეთში საუბრობდნენ და გოგონას საშინელი დიაგნოზი შეატყობინეს. 



დანას თავის ტვინის ავთვისებიანი გლიომა დაუდგინეს. სპეციალისტების თქმით, სამედიცინო პროცედურების გარეშე გოგონას მხოლოდ სამი თვის სიცოცხლე ჰქონდა დარჩენილი. ქიმიოთერაპიით ამ პერიოდის 9 თვემდე გახანგრძლივება შეიძლებოდა. სამწუხაროდ, უფრო მეტის იმედს ექიმები ვერ იძლეოდნენ. ამ ფორმის კიბოს მკურნალობის მეთოდი ჯერ არ არსებობს. 



დანა იხსენებს, რომ ამ საშინელი ავადმყოფობის პირველი სიმპტომი საავადმყოფოში წასვლამდე ერთი თვით ადრე დაეწყო. ყველაფერი მუდმივი დაღლილობით დაიწყო. შემდეგ მომავალ დედას ძილის, სუნთქვის და ყლაპვის პრობლემები დაემატა. 2 სმ-იანი სიმსივნე ექიმებმა ტომოგრაფიით აღმოაჩინეს და უკვე ირწმუნებოდნენ: იმედი არ არსებობს. 



დანას ბავშვის დაბადებამდე ქიმიოთერაპიის დაწყება არ სურდა, რადგან მისთვის ნებისმიერი უარყოფითი ზეგავლენის თავიდან არიდება სურდა.