გაიგეთ, როგორ დაიყენოთ ოცნების ფიგურა საკუთარ თავზე ძალადობის გარეშე. 20 წლით გაახალგაზრდავდებით და კანიც ხავერდოვანი გაგიხდებათ

გაიგეთ, როგორ დაიყენოთ ოცნების ფიგურა საკუთარ თავზე ძალადობის გარეშე. 20 წლით გაახალგაზრდავდებით და კანიც ხავერდოვანი გაგიხდებათ
თუ ერთხელ მაინც გიცდიათ გახდომა, უკვე გეცოდინებათ, როგორ დამქანცველ პროცესად იქცევა ხოლმე იგი. არადა, შეიძლება სხვაგვარადაც იყოს, ყოველგვარი სტრესის გარეშე და სასიამოვნო გარეგნული ცვლილებებით.

საიდუმლო სელის თესლშია. ბევრს გაუგია, მაგრამ ვერ ბედავს გამოცადოს საკუთარ თავზე. სულ ტყუილად! ამ პატარა თესლებს საოცარი სარგებლობის მოტანა შეუძლიათ.



სელის თესლი კუჭის გასაწმენდად

  • სელის თესლის სასარგებლო კომპონენტები წმენდს ორგანიზმს, აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას და ანელებს ჟანგვით პროცესებს. ეს კი ნიშნავს იმას, რომ შეგვიძლია შევაფერხოთ დაბერება.

  • თესლებს გამოიყენებენ მთლიანი და ფხვნილის სახით. იღებენ უზმოზე და აყოლებენ კეფირს. სელის ფქვილისგან ამზადებენ პურს. დროა, ეს საოცარი მცენარე უფრო ახლოდან გავიცნოთ!



  • სელის თესლი უნდა შევინახოთ მაცივარში, საუკეთესო ვარიანტია - კერამიკის ჭურჭელი ჰერმეტული ხუფით. ასე ისინი არ ამძაღდება. მათი საშუალებით შესაძლებელია არა მარტო ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება, არამედ წონაში დაკლება და მისი შენარჩუნებაც.

  • სელის თესლი - მაკრო და მიკროელემენტების სკივრია. იგი შეიცავს პოლიუჯერ ცხიმოვან მჟავებს, რომელთა მეშვეობით საათივით მუშაობს მთელი ორგანიზმი. აქედან მომდინარეობს ჯანსაღი კანი და ლამაზი თმა.



  • ძალიან სასარგებლოა მათთვის, ვისაც აწუხებს ნაწლავებთან დაკავშირებული პრობლემები. კუჭში მოხვედრისას ის იბერება. სრიალა ქერქი აუმჯობესებს ნაწლავების პერისტალტიკას, წმენდს მას შლაკებისგან.

  • ამ ყველაფრის გარდა, სწრაფად შეიგრძნობთ დანაყრებას. ის გაგიქრობთ მუდმივ შიმშილის გრძნობას. კუჭის მოცულობა შემცირდება და შემდგომში ცოტაოდენი საკვებიც საკმარისი იქნება თქვენთვის.



  • თესლების სწორად მიღების შემთხვევაში, ყოველ თვე დაიკლებთ 3 კილოგრამს და საკვების ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე. ასეთი შედეგის მისაღწევად უნდა მიიღოთ 1 ს/კ დაფქული თესლი საკვები დანამატის სახით ან რძიან სასმელებთან ერთად.

  • წინასწარ ნუ მოამზადებთ თესლებს. ისინი მალე კარგავენ თავიან სასარგებლო თვისებებს. უნდა მიიღოთ ათი დღის განმავლობაში, შემდეგ შეისვენოთ კიდევ 10 დღე და გაიმეოროთ კურსი. სვით დიდი რაოდენობით წყალი, რათა თავიდან აიცილოთ ყაბზობა.



    გაგაცნობთ სელის თესლის გამოყენების ყველაზე ეფექტურ მეთოდს, რომელიც თქვენ ორგანიზმს აუცილებლად გახდის უფრო ჯანმრთელს, ხოლო გარეგნობას - განსაცვიფრებელს.






ინგრედიენტები
  • 1 ჭიქა უცხიმო კეფირი
  • სელის ფქვილი


სელის ფქვილისა და კეფირის ნარევი ხელს უწყობს მეტაბოლიზმის ზრდას და გააჩნია მსუბუქი სასაქმებელი მოქმედება. მართლაც ეფექტური საშუალებაა მათთვის, ვისაც სურს ზედმეტი კილოგრამებისგან გათავისუფლება და ჯანმრთელობის გაუმჯობესება.

მიღების წესი
  1. პირველი კვირა აურიეთ 1 ჩ/კ სელის ფქვილი და 1 ჭიქა კეფირი.

  2. მეორე კვირა აურიეთ 2 ჩ/კ სელის ფქვილი და 1 ჭიქა კეფირი.

  3. მესამე კვირა 1 ჭიქა კეფირს დაუმატეთ 3 ჩ/კ სელის ფქვილი. სხვათა შორის, ფქვილის ყიდვა აუცილებელი არ არის. შეგიძლიათ თავადაც დაფქვათ ყავის საფქვავში.

მიიღეთ ეს ნარევი საუზმის მაგივრად და უკვე 3 კვირის შემდეგ თქვენ გაცილებით უკეთ იგრძნობთ თავს, კუჭ-ნაწლავის მოქმედება გაგიუმჯობესდებათ, დაიკლებთ წონაში კანი კი გლუვი და მბზინვარე გაგიხდებათ. არ დაგავიწყდეთ, რომ იდეალური შედეგისთვის აუცილებელია მიიღოთ დღეში 2 ლიტრამდე წყალი.

მნიშვნელოვანია! თუ კვერცხის ცილასა და თხილეულზე ალერგია გაქვთ, აუცილებელია დაიცვათ სიფრთხილე სელის თესლის მიღებისას.