დასხივებისა და ქიმიოთერაპიის შემდეგ მისაღები მოსაძლიერებელი საშუალებები
დამეთანხმებით, ძლიერი ტრავმაა, როცა შეიტყობ, რომ სიმსივნე გაქვს, მაგრამ ფარ-ხმალის დაყრით და დაავადების ნებაზე მიშვებით პრობლემა არ მოგვარდება. რასაკვირველია, ახლობლების თანადგომა და ექიმების გულისხმიერება ფასდაუდებელია, მაგრამ ავადმყოფი პირველ რიგში თვითონვე უნდა დაეხმაროს საკუთარ თავს, უნდა გამოიყენოს ყოველგვარი საშუალება ამ საშინელი დაავადების დასამარცხებლად. განა არ ყოფილა კიბოსგან განკურნების შემთხვევები? ყოფილა და ძალიან ბევრიც.
ალბათ მიხვდებოდით, რომ მეც ონკოლოგიური ავადმყოფი ვარ. თავის დროზე არ გავუფრთხილდი ჯანმრთელობას და... ახლა ამაზე ლაპარაკი შორს წაგვიყვანს. გეტყვით მხოლოდ ერთს: როცა ექიმმა ქიმიოთერაპია და სხივები დამინიშნა, კატეგორიული უარი ვუთხარი, რადგან გაგონილი მქონდა, რა გვერდით მოვლენებს იწვევდა ასეთი მკურნალობა. ვიფიქრე, გინდ კიბოს მოვუკლივარ და გინდ მის წამალს-მეთქი... ღვთის ნებით, ბოლოს მაინც დავთანხმდი და არც მინანია - მკურნალობამ არაჩვეულებრივი შედეგი გამოიღო. იმედი მომეცა, მეტიც - დარწმუნებული ვარ, რომ საბოლოოდ დავამარცხებ ამ დაავადებას.
ახლა კი მინდა, მივმართოთ მათ, ვინც გართულებების შიშით უარს ამბობს ქიმიოთერაპიასა და სხივებზე. ცნობილია, რომ ასეთი თერაპია სისხლის ცვლილებებს იწვევს, საშინლად აქვეითებს ჰემოგლობინს. საბედნიეროდ, ეს პრობლემა მოუგვარებელი არ არის. ამის საწინააღმდეგო საშუალება მე მეორე ავადმყოფმა მასწავლა.
ეს ორი რეცეპტი ერთმანეთს შეუნაცვლეთ. რასაკვირველია, პარალელურად უნდა შეასრულოთ ექიმის რეკომენდაციები კვებისა და დასვენების თაობაზე.

- აიღეთ 100 გ ლუდი, 50 გ არაჟანი, აურიეთ და დილით, უზმოზე, ჭამამდე 1/2 საათით ადრე დალიეთ ოდნავ თბილი. შეიძლება უალკოჰოლო ლუდის გამოყენებაც.
- აიღეთ წიწიბურა, ოდნავ მოხალეთ ( არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ბოლომდე მოხალვა ), დაფქვით, 3 სუფრის კოვზს დაასხით ერთი ჭიქა მაწონი და მეორე დილამდე დატოვეთ. დალიეთ უზმოზე, ჭამამდე 30 წუთით ადრე. მიირთვით დღეში ერთი ფილა შოკოლადიც.