მარილების დაგროვებას ამ რეცეპტების დახმარებით ვუმკლავდები
როცა 50-ს გადავაბიჯე, დაავადებებმა ერთბაშად შემახსენა თავი და მკურნალობაზე ფიქრიც აუცილებლობად მექცა. სწორედ ამ ასაკში გავიგე ჯანმრთელობის ჭეშმარიტი ფასი და საკუთარ თავზე ზრუნვაც დავიწყე. ყველაზე მეტად ქვედა კიდურების ტკივილი მაწუხებდა, სიმძიმის გრძნობის გასაქარვებლად, ახლობლის რჩევით, ვატარებდი წინდებს, რომლებშიც ჩაფენილი მქონდა ვირისტერფას ახალი ფოთლები. წინდებს ისე ვივსებდი ფოთლებით, რომ მთელი ტერფი დაეფარათ და ასე დავდიოდი მთელი დღე. ძილის წინ თბილ აბაზანას ვიღებდი, რომლის შემდეგაც მსუბუქად ვიზელდი მთელ ტერფს ისეთი ძალით, რომ სასიამოვნო ტკივილი მეგრძნო.
- ასევე ახლობლის რჩევით, ყოველ შემოდგომაზე, მთელი ოქტომბერი, ვსვამ მზესუმზირას ფესვების ნახარშს, რათა ორგანიზმიდან, განსაკუთრებით - ძვლებიდან, გამოიდევნოს ნივთიერებათა ცვლის დაქვეითების გამო დაგროვილი არასასურველი მარილები.
- ამის შემდეგ წელის ტკივილებიც მიკლებს და კისერიც ისე აღარ ტკაცუნობს, ქვედა კიდურები კი თავისუფლად იხრება. დღეში რამდენჯერმე ფეხებს 20-30 წუთით ვასვენებ და მაღლა ვწევ, რათა ვენებში სისხლი არ შეგუბდეს და ვარიკოზული დაავადება არ გამიჩნდეს.
- სახეხზე გახეხეთ 250 გრამი ოხრახუშის ძირი და ერთი ცალი ლიმონი კანიანად, დაამატეთ 100 გრამი წვრილად დაჭრილი ოხრახუში და 300 გრამი თაფლი. კარგად აურიეთ და მიიღეთ თითო სუფრის კოვზი დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 1 საათით ადრე. მკურნალობის კურსი 1 თვეა. ეს წამალი მოათავსეთ მინის ჭურჭელში და შეინახეთ მაცივარში.
- საღამოს 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალში ჩადეთ ნაძვის გირჩა, დატოვეთ მთელი ღამე, დილით გადაწურეთ და დალიეთ უზმოზე ნაყენის ნახევარი, ნახევარი კი მეორე დილით მიიღეთ.
მკურნალობის კურსი ერთთვიანია. ნაყენი ორ დღეში ერთხელ უნდა მოამზადოთ. კურსს რომ დაასრულებთ, ათი დღე შეისვენეთ და გაიმეორეთ. სასურველია სამი-ოთხი ასეთი კურსის ჩატარება.