ბეგქონდარას ნახარში ეფექტურია ყელის ტკივილის, ხველისა და ბრონქების დაავადებათა სამკურნალოდ.
ბეგქონდარა საოცარ გავლენას ახდენს ადამიანის ორგანიზმზე. მდიდარია თიმოლითა და ეთერზეთებით, რომელთაც სოკოს საწინააღმდეგო და ანტისეპტიკური თვისებები აქვთ, ბეგქონდარა პირველი წამალია მწერთა ნაკბენების, დამწვრობებისა და ჭრილობების სამკურნალოდ. მისი ზეთი გამოირჩევა შარდმდენი ეფექტით, აადვილებს საკვების მონელებას. ბეგქონდარა ხსნის დაღლილობას და ამაღლებს გუნება - განწყობილებას. მცენარის ფოთლებში უხვადაა კალიუმი, მაგნიუმი, კალციუმი, რკინა და სელენი. მცენარე მდიდარია აგრეთვე ვიტამინებით, რომელსაც ანტიოქსიდანტური თვისებები გააჩნია. მოგეხსენებათ, A ვიტამინს დიდი მნიშვნელობა აქვს კანისა და ლორწოვანი გარსების ჯანმრთელობისთვის, აგრეთვე მხედველობის სიმახვილისთვის. ბოლო პერიოდის კვლევებით ნაჩვენებია, რომ A ვიტამინისა და ბეტა - კაროტინის მსგავსი ფლავონოიდების შემცველი პროდუქტები იცავს ადამიანის ფილტვების კიბოსა და პირის ღრუს სიმსივნეებისგან.
ბეგქონდარას ნახარში ეფექტურია ყელის ტკივილის, ხველისა და ბრონქების დაავადებათა სამკურნალოდ. ნაყენი გამოიყენება პირის ღრუში გამოსავლებად კარიესისა და გინგივიტის ( ღრძილების ანთება ) დროს.
ყელის ტკივილისა და ხველების დროს: 1 სუფრის კოვზ ბეგქონდარას დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი, გააჩერეთ 1 საათი, შემდეგ გადაწურეთ და მიიღეთ 1 - 2 სუფრის კოვზი სამჯერ დღეში. ასეთივე მეთოდით მოამზადეთ ღრძილების ანთების სამკურნალოდ და გამოივლეთ პირის ღრუში დღეში 2-3 - ჯერ.
მიუხედევად ბევრი სასარგებლო თვისებისა, ბეგქონდარას აქვს უკუჩვენებებიც. მისი მიღება არ შეიძლება გასტრიტის, დიაბეტის, კუჭის წყლულისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების დროს.