სილიკონის ჭურჭელი ნამდვილი აღმოჩენაა ნებისმიერი დიასახლისისთვის. აი, რატომ...
ყველას უყვარს ლამაზი, კომფორტული ჭურჭელი, მაგრამ საინტერესოა, რა მასალისგან არის ის დამზადებული, როგორ უნდა მოვიხმაროთ და ხომ არ მიაყენებს ზიანს ჩვენს ჯანმრთელობას. არსებობს ჭურჭელი, რომელშიც შეგიძლიათ მოამზადოთ სადილი, გააცხელოთ მიკროტალღოვან ღუმელში და შემდეგ კერძის დარჩენილი ნაწილი მაცივარში შედგათ ( მასში საკვები შესანიშნავად ინახება ). ასეთი ჭურჭელი იატაკზე დაცემის შემთვევაშიც კი არ ტყდება. გარდა ამისა, ადვილად ირეცხება, თანაც ძალიან მოხერხებული და სასიამოვნო შესახებია. ყველა ეს ღირსება სილიკონისგან დამზადებულ ჭურჭელს ახასიათებს.
სილიკონის ჭურჭელი ნამდვილი აღმოჩენაა ნებისმიერი დიასახლისისთვის. რატომ?
სილიკონის ჭურჭელი ნამდვილი აღმოჩენაა ნებისმიერი დიასახლისისთვის. რატომ?
- ის უძლებს როგორც სიცხეს, ისე სიცივე. მასში პროდუქტები შეგიძლიათ გაყინოთ ( ფორმა უძლებს -60 გრადუსამდე ტემპერატურას ), მოათავსოთ მიკროტალღოვან ღუმელში ან ჰაერღუმელში ( სილიკონი უძლებს + 280 გრადუსამდე ტემპერატურას ), ხოლო თვით ჭურჭელი უშიშრად გამოხარშოთ.
- სილიკონის ჭურჭელი კერძს არ იწვავს. თუ დიეტაზე ხართ და ზეთსა და კარაქს არ იყენებთ, სილიკონის ფორმა თქვენთვის პირდაპირ მისწრებაა - კერძის ამოსაღებად ის უბრალოდ უნდა გადაღუნოთ.
- არ აკავებს არანაირ სუნს. მის ზედაპირზე არ რჩება თევზისა თუ სანელებლების არომატი.
- კარგად უძლებს მჟავებსა და ტუტეებს. სილიკონისგან დამზადებული აქსესუარები ჭურჭლის სარეცხი საშუალებების ზემოქმედებით არ იშლება. მათზე არც ხილისა და კენკრის მჟავე წვენები მოქმედებს. ეს იმას ნიშნავს, რომ საკვებში მავნე ნაერთები არ გადავა.
- ეკოლოგიურად სუფთაა, აბსოლუტურად უსაფრთხო, რადგან სავსებით ნეიტრალური ნივთიერებაა, არ შეიცავს არავითარ მავნე კომპონენტს, არ გააჩნია შხამიანი ნივთიერებების დაგროვების უნარი.