როგორ მოვაშოროთ კედლებს ობი ხალხური საშუალებებით (შავი ობის სამუდამო მოშორება)

როგორ მოვაშოროთ კედლებს ობი ხალხური საშუალებებით (შავი ობის სამუდამო მოშორება)
უსიამოვნო სურათია საცხოვრებელის კედლებზე შავი, წაბლისფერი, მწვანე ლაქების გაჩენა. რითაც არ უნდა წმინდავდეთ ან ღებავდეთ, ობი მაინც კვლავ იჩენს თავს. უსიამოვნო სუნი და ბინის გაფუჭებული ინტერიერი - ეს ჯერ კიდევ დასაწყისია. ობი - თქვენი ოჯახის ჯანმრთელობის პირდაპირი საფრთხეა, ორგანიზმმა შეიძლება მას უპასუხოს ალერგიით ან თუნდაც ასტმით. ამიტომ უნდა ვიცოდეთ ის, თუ როგორ მოვაცილოთ ობი კედლებს.


კედლებზე ობის გაჩენის მიზეზები:
  • თქვენ საცხოვრებელში სინესტე, ორთქლი, კონდენსანტის ჩამონადენი. ტენიანიბა და ოთახის ტემპერატურა - სოკოს განვითარების იდეალური პირობებია.
  • სათავსოში ცუდი ჰაერცვალებადობა. ოთახის ერთ ნაწილში უბნები უფრო მეტად იყინებიან, ვიდრე სხვა ნაწილებში, და მათზე ილექება ნამი.
  • სათავსოს არასაკმარისი გათბობა
  • პლასტიკური ფანჯრების დაორთქლება
  • ცუდი ვენტილაცია პლასტიკური ფანჯრებისა და ჰერმეტული კარებების გამო
  • რემონტის დროს კედლების გაშრობის ვადების დარღვევა




შავი ობი კედლებზე

ობს აქვს სოკოვანი ბუნება, მისი სპორები მუდმივად იმყოფებიან ჰაერში. როდესაც მათი განვითარებისათვის ხელსაყრელი პირობები (სითბო და სინესტე) იქმნება, სოკო გამრავლებას იწყებს.



სოკოს პირველივე გამოჩენის დროს ის უნდა სასწრაფოდ განიდევნოს. აი რა უნდა გაკეთდეს:
  1. კედელს ვაცლით შპალიერს და მთელ ზედაპირს ვასუფთავებთ სოკოსგან ობის სიდიდის მიუხედავად. სუფთა ზედაპირზეც კი შეიძლება იყვნენ სოკოს სპორები.



  2. გაწმენდილ უბნებზე ვადებთ ობისსაწინააღმდეგო საშუალებას, ზედაპირი უნდა გაშრეს არანაკლებ 5 საათის განმავლობაში.



  3. დამუშავებულ ზედაპირზე ვატარებთ მშრალ ჯაგრისს მიკროორგანიზმების დაშლის პროდუქტების მოშორების მიზნით.



  4. გაწმენდილ უბნებს ვრეცხავთ თბილი წყლით, შემდეგ კი ისევ ვაშრობთ.
  5. დღე-ღამის გასვლის შემდეგ ვახდენთ კედლების დაგრუნტვას ღრმა შეღწევადობის საღებავით.
  6. ვახდენთ ბათქაშით შელესვას. ამის შემდეგ საჭიროა ზედაპირის საგულდაგულო შეშრობა იმისათვის, რომ მასზე არ დარჩეს ტენი.
  7. და მუშაობის ბოლო ეტაპი - კედლების დაგრუნტვა და შპალერის გაკვრა. აირჩიეთ სოკოსსაწინააღმდეგო თვისებების მქონე ტენგამძლე წებო.



კედლებისგან ობის მოცილების საშუალებები:
ობის მოცილება შეიძლება ნებისმიერი სოკოსსაწინააღმდეგო მოქმედების მქონე ანტისეპტიკით (მეტას-ბიო, გამფანტავი ბალონები SCHIMMEL-ENTFERNER, NEOMID Bio). მაღაზიაში სადეზინფექციო საშუალების ყიდვისას აუცილებლად დაინტერესდით მყიდველთან, მოერგება პროდუქტი საქმეს თუ არა.



ყურადღებით გაეცანით ინსტრუქციას და დაიცავით უსაფრთხოების წესები ტოქსიკურ ნივთიერებებთან მუშაობის დროს (ისარგებლეთ ხელთათმანებით, დამცავი სათვალეებით, რესპირატორით, ჩამოიცვით თავსაფარი)



ობისსაწინააღმდეგო ხალხური საშუალებები:

ამ უსიამოვნებასთან ბრძოლას ეხმარებიან ხალხული საშუალებები, რომლების დიასახლის ხელთ აქვს:
  1. გამათეთრებელი. ის ზემოქმედებს სოკოს ყველა სახეობაზე. ეს საშუალება მოერგება არაპოროვან ზედაპირებს (ფილა, აბაზანა, ავეჯი, შუშა). საშუალება უნდა გავაზავოთ შემდეგი პროპორციით: გამათეთრებლის 1 ნაწილზე წყლის 10 ნაწილი. ხსნარს ვადებთ ზედაპირს საპკურის (პულვერიზატორის) ან ჯაგრისის დახმარებით. ვმუშაობთ რეზინის ხელთათმანებით და რესპირატორით იმიტომ, რომ პრეპარატი ქლორს შეიცავს. დამუშავების შემდეგ საშუალებას არ ვაცილებთ.
  2. ბორაკი (ბორაქსი). ვაკეთებთ ხსნარს - 1 ჭიქა ბორაკი 2,5 ლიტრ წყალზე, ვადებთ მშრალ გაწმენდილ კედელს.
  3. ძმარი. ანადგურებს ობის თითქმის ყველა სახეობას. ვიღებთ თეთრ ძმარს, გამფანტავით ვადებთ ზედაპირს და ვტოვებთ ერთი საათით. შემდეგ ვწმინდავთ უბანს წყლით და ვაშრობთ.
  4. წყალბადის ზეჟანგი. ვიღებთ ზეჯანგის 3%-იან ხსნარს და ისე ვასხამთ, რომ კედელმა კარგად შეიწოვოს იგი. ვტოვებთ 10 წუთით, შემდეგ კარგად ვაცლით ობს და ვრეცხავთ.
  5. სუფთა ამიაკი. გააზავეთ იგი თანაბრად წყალთან და დაასხით ზედაპირს, მოაშორეთ ობი. დარჩენილი ამიაკი მოაცილეთ მშრალი ჩვარით.
  6. ჩაის ხის ზეთი. გავაზავოთ 1 ჩაის კოვზი ზეთი ჭიქა წყალში. ვადებთ ხსნარს დაზიანებულ უბანს. შემდეგ ჩამორეცხვა არ არის საჭირო.
  7. შაბიამანი. 100 გ ფხვნილს ვაზავებთ ვედრო წყალში და დაზიანებულ ზედაპირს ვამუშავებთ.




ობის გაჩენის პროფილაქტიკა:

თქვენი სახლი რომ არ დაავადდეს, მიხედეთ მის მდგომარეობას:
  • კარგად გაათბეთ სათავსო, გამოიყენეთ თბოიზოლაცია.
  • დროულად ჩაატარეთ სანტექნიკური სამუშაოები, გაარემონტეთ მილები.
  • თვალი მიადევნეთ, რომ სახურავიდან არ იდინოს.
  • ანტისეპტიკით დაამუშავეთ ხის სამშენებლო მასალები.
  • ყოველდღიურად გაანიავეთ ოთახი, სრულად გააღეთ ფანჯრები.
  • მუდმივად გაანიავეთ აბაზანა და მჭიდროს არ მიხუროთ მისი კარები.
  • კარგად გააშრეთ გარეცხილი ნივთები, კარადაში გადანახვის წინ.
  • არ გააშროთ სველი ნივთები გაუნიავებელ სათავსოებში.
  • თვალი ადევნეთ სავენტილაციო სისიტემის გამართულ მუშაობას, მათ მუდმივად უნდა უზრუნველყონ ჰაერის მიმოსვლა.
  • როგორც კი ოთახში აღმოაჩენთ დანესტიანებულ ადგილებს, საგულდაგულოდ მოწმინდეთ ჩვარით.


თუ თქვენთვის ცნობილია, როგორ გაუმკლავდა კედლებე გაჩენილ ობს ვინმე თქვენი გარემოცვიდან გთხოვთ, გაგვიზიარეთ გამოცდილება კომენტარებში. თქვენი კომენტარები შესაძლოა ხალხს დაეხმაროს.