მარტივი რჩევები სამზარეულოში მილების დასამალად, გაითვალისწინეთ სანამ რემონტს დაიწყებდეთ.

მარტივი რჩევები სამზარეულოში მილების დასამალად, გაითვალისწინეთ სანამ რემონტს დაიწყებდეთ.
სამზარეულო არის ადგილი, სადაც ოჯახი იკრიბება, სწორედ ამიტომ დროის დიდ ნაწილს აქ ატარებენ. ეს ოთახი მაქსიმალურად მყუდრო და ლამაზი უნდა იყოს. ნებისმიერ სამზარეულო, სადაც მილები კედლებზე დამალული არ არის, განსაკუთრებით გაზის მილები, ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებს, რომ იდეალური რემონტის დროსაც კი მათი შევსება და სრულყოფა შეუძლებელია. თუმცა თუ სურვილი გაქვთ, სამზარეულოში გაზის მილის დამალვას შეძლებთ. ის თუ როგორ უნდა გააკეთოთ, შეგიძლიათ ნახოთ სურათზე. 

მეთოდები, როგორ დავმალო მილი სამზარეულოში 


ჭერამდე ასული მილის დამალვა ავეჯით შეიძლება. კიდევ უფრო მეტად უხილავი რომ გახდეს მილი ავეჯის ფერზე შეღებეთ. ასე მილი მთლიანად დაიფარება. 




თუ მილების მთლიანად დამალვა გსურთ, შეგიძლიათ დიდი კარადები შეუკვეთოთ, რომელიც ჭერამდე მონტაჟდება. მილს ამ შემთხვევაში სიცარიელეში დაიმალება. მათთან წვდომას მხოლოდ კარადის შიგნიდან გექნებათ.  




თუ შესაძლებლობა გექნებათ, შეგიძლიათ მატყუარა კარადა შეუკვეთოთ ან თავად გააკეთოთ. ის მილს ყველა ხილულ ადგილას დახურავს. ასეთი კარადები სხვადასხვა მცირე ნივთის შესანახად შეგიძლიათ გამოიყენოთ. უფრო რთული ვარიანტია დეკორატიული პანელები, პირველ რიგში უნდა შეაგროვოთ მეტალის კონსტრუქცია, დააფიქსიროთ პანელები, ამასთან ზედა და ქვედა მილი თავისუფალი რჩება. 




პანელებისთვის გამოგადგებათ: ვაგონკა, ხის მასალა, გლუვი მინა ან პლასტმასი. მთავარია რომ არ იყოს გამჭირვალე. პანელის სტილი დამოკიდებულია  თქვენს ფინანსურ შესაძლებლობასა და სამზარეულოს საერთო დიზაინზე. აუცილებლობის შემთხვევაში, პანელები მარტივად უნდა მოიხსნას სახრახნისის დახმარებით.




შეგიძლიათ თაბაშირ-მუყაოს ყუთი გააკეთოთ. შემდეგ შეღებეთ ან გააფორმეთ. წვდომის უზრუნველსაყოფად, სპეციალური ფანჯრები გააკეთეთ, რომ შეამოწმოთ მილები. 

თუ მილი მაგიდასთან მიმართებაში ვერტიკალურად არის გაყვანილი, შეგიძლიათ სპეციალური წინსაფარი ააშენოთ, მაგიდის მსგავსი მასალისა და ფერის. ის ლითონის ჩარჩოს ერთვის. მხარეები არის ღია, რომ თუ დაგჭირდებათ თავისუფლად მიუდგეთ. მაგილითად, გაზის გათიშვის შემთხვევაში. 



თუ მილს ჰორიზონტალური მიმართულება აქვს, მაშინ თავად მილთან კეთდება მოაჯირის სისტემა. ის ვიზუალურად მთელ მილს ფარავს. წვრილმანებისა და სანელებლების ლანგრები, სამზარეულოს ჭურჭელი და პირსახოცები მილს მალავენ. თუნდაც ღიად დარჩენილი მილები ქილებისა და ღია ფერის პირსახოცებით სრულად იმალება, რადგან ისინი ყურადღებას თავისკენ იპყრობენ.

უფრო მარტივი და იაფი მეთოდია, მილები მისი ზედაპირის ფრად შეღებოთ. ეს მეთოდი გასახორციელებლად  ყველაზე სწრაფი და უსაფრთხოა. მილების დამალვის მეთოდები უამრავია და თითოეული ადამიანი საკუთარ ვარიანტს ირჩევს, რომელიც მათ სტილს და გემოვნებას უხდება. იმის ცოდნა, თუ როგორ დამალოთ მილი სამზარეულოში საკუთარი ხელით, შეძლებთ მყუდრო გარემოს შექმნას.