გტკივათ მუხლები? 7 ყველაზე ეფექტური მეთოდი პრობლემის დასამარცხებლად!

გტკივათ მუხლები? 7 ყველაზე ეფექტური მეთოდი პრობლემის დასამარცხებლად!
არსებობს მუხლების ტკივილის გამომწვევი მრავალი მიზეზი. მათ შორის ყველაზე გავრცელებული ძვლის სტრუქტურის დასუსტება და დაბერებაა.

მუხლებთან დაკავშირებული პრობლემები საკმაოდ ხშირი და გავრცელებულია თანამედროვე მსოფლიოში. ყველაზე ხშირად ეს პრობლემა 35-დან 50 წლამდე ადამიანებს აწუხებთ. იცოდით, რომ ლამაზი სქესის წარმომადგენლები უფრო მეტად არიან მიდრეკილები მუხლების ტკივილისკენ, ვიდრე მამაკაცები?

დღევანდელ სტატიაში ''Fpaparazzi''-ის რედაქცია გთავაზობთ ყველაზე გავრცელებულ და ეფექტურ მეთოდებს სახლის პირობებში მუხლების სამკურნალოდ. თითოეული ამ საშუალების ეფექტურობა ეჭვგარეშეა!

ჯანჯაფილი

არ აქვს მნისნელობა, თუ რა მიზეზითაა გამოწვეული მუხლების ტკივილი, ჯანჯაფილი დაგეხმარებათ ამ უსიამოვნო პრობლემის გადაჭრაში. ეს პროდუქტი ფლობს ანთების საწინააღმდეგო ძლიერ თვისებებს, აცხრობს ტკივის, შეშუპებას და ა.შ.

1 ჭიქა მდუღარე წყალში ჩაამატეთ ჯანჯაფილის საშუალო ზომის ნაჭერი და დააყოვნეთ 10 წუთით. ამ დროის გასვლის შემდეგ ჩაწურეთ ნახევარი ლიმონის წვენი და ჩაამატეთ მცირეოდენი თაფლი. მიირთვით 2 ან 3 ფინჯანი ეს ჩაი დღეში 3-ჯერ იქამდე, სანამ ტკივილი უკვალოდ არ გაქრება.

ლიმონი

ლიმონი ძალზედ სასარგებლოა ტკივილის წინააღმდგ საბრძოლველად, რომელიც ართრიტითაა გამოწვეული. ართრიტის გამომწვევი უმთავრესი მიზეზი კი სახსრებში შარდმჟვას კრისტალების დაგროვებაა.

დააქუცმაცეთ 1 ლიმონი პატარა ნაჭრებად, მოათავსეთ ბამბის ქსოვილზე, რომელიც კუნჯუთის თბილ ზეთშია ჩალბობილი და გადაიხვიეთ მუხლი. გაიჩერეთ ეს კომპრესი 5 ან 10 წუთის განმავლობაში.

გაიმეორეთ ეს პროცედურა ყოველდღიურად იქამდე, სანამ ტკივილი უკვალოდ არ გაქრება.

ვაშლის ძმარი

2 ჭიქა წყალში ჩაამატეთ 2 ჩაის კოვზი ვაშლის ძმარი. მიღებული სასმელი მიირთვით მცირე ულუფებით მთელი დღის განმავლობაში. მოიქეცით ასე ყოველდღიურად სასურველი შედეგის მიღებამდე.

გარდა ამისა, თქვენ შეგიძლიათ გაიკეთოთ მუხლების მასაჟი ვაშლის ძმრის გამოყენებით. ეს მეთოდი ძალზედ ეფექუტრია ტკივილის მოსახსნელად.

კურკუმა

ეს სანელებელი ძალზედ ეფექტურია სახსრების ტკივილის შესამსუბუქებლად და ამ ტკივილის გამომწვევი მიზეზის დასამრცხებლად. კურკუმა ძლიერი ანტიოქსიდანტია, რომელიც ფლობს ანთების საწინააღმდეგო თვისებებს.

ჩაამატეთ ნახევარი ჩაის კოვზი კურკუმის ფხვნილი და ამავე რაოდენობით დაფქული ჯანჯაფილი 1 ჭიქა წყალში. ადუღეთ ნარები დაბალ ცეცხლზე 10 წუთის განმავლობაში. მიღბული მასას მიეცით დრო გასაგრილებლად, შემდეგ გაფილტრეთ და გემოს გაუმჯობესების მიზნით ჩაამატეთ მცირეოდენი თაფლი. მიირთვით ეს სასმელი დღეში 2-ჯერ სასურველი შდეგის მიღებამდე.

კაიენის წიწაკა

კაიენის წიწაკა შეიცავს აქტიურ ინგრედიენტს, კაპსაიცინს, რომელსაც ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი აქვს.

შეურიეთ ერთმანეთში 2 სუფრის კოვზი კაიენის წიწაკის ფხვნილი და მცირეოდენი ზეითუნის ზეთი. თქვენ უნდა მიიღოთ პასტისებრი მასა, რომელიც უნდა შეიზილოთ დაზიანებულ მუხლზე დღეში 2-ჯერ. გაიმეორეთ ეს პროცედურა ყოველდღიურად 7 დღის განმავლობაში.

ევკალიპტის ზეთი

ევკალიპტის ზეთი ფლობს ტკივილგამაყუჩებელ ეფექტს. ის ძალზედ ეფექტურია მუხლების ტკივილის ჩასახშობად.

შეურიეთ ერთმანეთში 5 ან 7 წვეთი პიტნის ეთერზეთი, ამავე რაოდენობით ევკალიპტის ეთერზეთი და 2 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი. მიღბული ნარევი შეინახეთ ბნელ ადგილას, მზის სხივებისგან მოშორებით.

ყოველ ჯერზე, როდესაც მუხლების ტკივილი შეგაწუხებთ, გაიკეთეთ მსუბუქი მასაჟი ამ ზეთის გამოყენებით.

ინგლისური მარილი

ინგლისური მარილი შიცავს ძალზედ მნიშვნელოვან კომპონენტს, მაგნიუმის სულფატს, რომელიც გვეხმარება ტკივილის შემსუბუქებაში. მაგნიუმი კუნთის ბუნებრივი რელაქსატორია, რომელიც გამოდევნის ზედმეტ სითხეს ქსოვილებიდან, ამცირებს ტკივილს, შეშუპებასა და ანთებას.

ჩაამატეთ ნახევარი ჭიქა ინგლისური მარილი ცხელ აბაზანაში და კარგადმოურიეთ. მოათავსეთ პრობლემური მუხლი თბილ ხსნარში 15 წუთით. ეს დრო სავსებით საკმარისია ტკივილის შესამსუბუქებლად.

გაიმეორეთ ეს პროცედურა კვირაში რამდენჯერმე და ხანმოკლე დროში სახსრების ტკივილს სამუდამოდ დაივიწყებთ.

გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს!