როდესაც ტკბილი მომინდება ხოლმე, მე ვხეხავ ცედრის გორას, შედეგი აჭარბებს ყოველგვარ მოლოდინს!

როდესაც ტკბილი მომინდება ხოლმე, მე ვხეხავ ცედრის გორას, შედეგი აჭარბებს ყოველგვარ მოლოდინს!
ლიმონის ტორტი
ამ სადღესასწაულო დღეებში დრო და დრო ჩვენთან შემოირბენენ სტუმრები და ნათესავები ჩაიზე, ზოგჯერ ოჯახის წევრების ვანებივრებთ რაღაცა გემრიელით, ამ დროს გვიხსნის ეს დესერტი!
ტორტი გამოდის ნოყიერი, ლიმონის არომატით, მაგრამ ზედმეტი სიმჟავის გარეშე, კრემში შეგიძლიათ დაამატოთ ფორთოხლის ან მანდარინის წვენი- უფრო საინტერესო იქნება!
ინგერედიენტები
  • შაქრის პუდრა 50გრ
  • ლიმონი 2ც
  • შაქარი 255გრ
  • კარაქი 230გრ
  • ფქვილი 175გრ
  • გამაფხვიერებელი 1ჩაის კოვზი
  • კვერცხი 4ც

მომზადების წესი
  1. მიქსერის საშუალებით ათქვიფეთ ლიმონის წვენი და ცედრა, 180გრ შაქარი და კარაქი, ფქვილი, გამაფხვიერებელი და 2 კვერცხი. ცომი უნდა იყოს სქელი არაჟნის სისქისა, ნახევარი ცომი დაასხით 18 სმ. დიამეტრიან ტაფაზე , გამოაცხეთ 170 გრადუსზე 40 წუთი შემდეგ გამოაცხეთ მეორე ნახევარი
  2. 2 კვერცხი ათქვიფეთ, 1 ლიმონის წვენთან ერთად. გადაიღეთ ნარევი ცეცხლგამძლე ჯამში, მოაყარეთ 75გრ. შაქარი და 1 ლიმონის ცედრა. აურიეთ. დაამატეთ 50 გრ დარბილებული კარაქი. შედგით წყლის აბაზანაზე, მოამზადეთ 20 წუთი, მუდმივად მოურიეთ სანამ არ შესქელდება.
  3. გადმოდგით აერღუმელიდან გამომცხვარი ფენები. 30 წამის შემდეგ ამოატრიალეთ ფენები, კარგად გააცივეთ. გაჭერით თითოეული ფენა გრძელი დანით ან ძაფით, წაუსვით კრემი ყველა ნახევარს და ააწყეთ ტორტი.
  4. შაქრის პურდრა და 1 სადილი კოვზი წვენი აურიეთ, 5 წუთის შემდეგ, ზედა ფენას მოასხით მინანქრი და მოაყარეთ ლიმონის ცედრა

მიირთვით , როდესაც მინანქარი გამაგრდება, ჩაისთან ყავასთან ან წვენთან ერთად, ისიამოვნეთ ამ გემრიელი ტორტით და გაუზიარეთ მეგობრებს მისი რეცეპტი!