მეურნეობაში შეუცვლელი ინსტრუმენტი! ცხოვრებაში ვერ ვიფიქრებდი, რომ უთოს დახმარებით...

მეურნეობაში შეუცვლელი ინსტრუმენტი! ცხოვრებაში ვერ ვიფიქრებდი, რომ უთოს დახმარებით...


რუსეთში უთოს პირველი წერილობითი ხსენება განეკუთვნება 1635 წელს. უთოს წინაპარი მთლიანად თუჯისგან იყო დამზადებული. მისი გამოყენებისათვის საჭირო იყო მისი ცეცხლზე გაცხელება. ამიტომაც მუშაობის დროს ჩვეულებრივ წყვილ აგრეგატს იყენებდნენ: სანამ ერთი ხურდებოდა, მეორეთი აუთოვებდნენ.



XVIII საუკუნეში გამოჩნდნენ ჩასაბერი უთოები, რომლებსაც ჰქონდათ გადმოსაკიდი სახურავები ნახშირის ჩასატვირთად, ხოლო გვერდებში ნახვრეტები, რომლებშიც ჩაბერვა იყო საჭირო მილევადი ნახშირის ცეცხლის გასაძლერებლად.



ელექტროუთოს დაბადების დღედ შეიძლება ჩაითვალოს 1882 წლის 6 ივნისი. სწორედ ამ დღეს ამერიკელმა ჰენრი სილმა დააპატენტა მის მიერ გამოგონილი ელექტროუთო. ექვსკილოგრამიანი გამოგონება პოპულარული გახდა მხოლოდ მაშინ, როდესაც ერლ რიჩარდსონმა შეიმუშავა მისი უფრო მსუბუქი ვარიანტი.



მას შემდეგ უთოს კონსტრუქცია გართულდა, მაგრამ მისი ძირითადი დანიშნულება - ტანსაცმელზე ნაკეცების დაუთოვება - პარქტიკულად არ შეცვლილა.

მოდით გავეცნოთ ამ ჩვეულებრივი სატოფაცხოვრებო მოწყობილობის გამოყენების ახალ და უჩვეულო ფორმებს.

უთოს გამოყენების არასტანდარტული წესები:

1. გინდათ ბეკონის შეწვა, მაგრამ ხელთ არ გაქვთ ქურა - გამოიყენეთ უთო და კილიტა (ფოლგა). შეახვიეთ ბეკონი კილიტაში და დააუთოვეთ. შეგიძლიათ ზეთის ერთი-ორი წვეთის დამატება. ერთ წუთში ბეკონი მზად არის. გაამოთ!



ამავე გზით შეიძლება შესანიშნავი ცხელი ბუტერბროდის მომზადება. დადეთ ყველიანი ბეტერბროდი კილიტას ორ ფურცელს შორის. ამის მერე ზემოდან 5-10 წუთი დაადეთ გახურებული უთო. მერე მოხსენით, გადაატრიალეთ ბუტერბროდი და ისევ დაადეთ უთო. თუ ბუტერბროდმა ოქროს ფერი მიიღო, ესე იგი, ყველაფერი მზად არის!



2. უთოთი ვხატავთ სურათებს! დაგვჭირდება უთო დაორთქლების ნახვრეტების გარეშე, ცვილის ცარცები, პრიალა მუყაო (კარტონი) და აღმაფრენა.



მინიმალურ ტემპერატურაზე გააცხელეთ უთო. ცარცით დაასურათეთ უთოს ძირი და გააუთოვეთ მუყაო.



შედეგი გაგაკვირვებთ! ასეთი სურათები ლამაზია თავისთავად და კარგია ბავშვებში ფანტაზიის განვითარებისათვის.



ერთია ცუდი - გასაწმენდია უთოს ძირი, თუმცა ამ პრობლემის მოგვარება შემდეგ აბზაცსში არის განმარტებული.

3. ნებისმიერი ნადები უთოს ძირზე შეიძლება სწრაფად წაიშალოს თხელი მარილით. გაფინეთ გალიპული ქაღალდი ან გაზეთი, დააყარეთ მას მარილი, შეაცხელეთ უთო და წრიული მოძრაობებით მოასუფთავეთ ზედაპირი. უთოს გაწმენდა დიდ დროს არ წაიღებს და ის ისევ ახალივით იქნება!



4. ჩვენი "ჯადოსნური" უთოს დახმარებით შეიძლება პლასტიკური წველებისგან მოსახერხებელი და საიმედო ჯოხების გაკეთება მარილისთვის, შაქრისთვის და სანელებლებისათვის.



ამისათვის წველები დაჭერით რამდენიმე სეგმენტად. უთოს დახმარებით (არ გამოიყენოთ გალიპული ქაღალდი როგორც შუასადები) გაალღვეთ თითოეული ფრაგმენტის ბოლო, თითქოს მას ლუქავთ.



მიღებულ სივრცეში ჩაყარეთ შაქარი, მარილი, ყავა ან სანელებელი, ხოლო შემდეგ ასეთივე წესით დალუქეთ მეორე ბოლო. ძალიან მოსახერხებელია მოგზაურობის დროს ასეთი ჯოხების ტარება.

5. უთოს დახმარებით შეიძლება უსარგებლო პლასტიკური ბოთლებისგან მოსახერხებელი ჭიქების გაკეთება ფანქრების და სხვა საკანცელარიო წვრილმანის შესანახად.



ამისათვის ორ ნაწილად გაჭერით პლასტიკური ბოთლი. ქვედა ნაწილი დამატებითი დამუშავების მერე თქვენი ჭიქა გახდება.



უთოს დახმარებით ჭიქის კიდეები ისე შეაცხელეთ. რომ ისინი გლუვი გახდნენ.

6. დროთა განმავლობაში, თუნდაც მხოლოდ ადუღებული წყალი იხმაროთ, უთოზე წარმოიქმნება ნაქაფი. მის მოსაშორებლად უთოში ჩაასხით ლიმონმჟავას ხსნარი. ლიმონმჟავა ხსნის კალციუმის და მაგნიუმის მარილს, რისგანაც შედგება ნაქაფი. ხსნარის მოსამზადებლად აიღეთ ლიმონმჟავას პატარა პაკეტი (წონა 25 გრამი) და გახსენით ჭურჭელში გასუფთავებულ ან ადუღებულ წყალში.



ხსნარის კონცენტრაცია ისეთი უნდა იყოს, რომ არ დააზიანოს დამაორთქლებელის შიდა რეზინის დეტალები. წყალი უნდა აიღოთ წყლისთვის ჭურჭლის მოცულობის მიხედვით - ჩვეულებრივ 200 მლ. უთო დააყენეთ მაქსიმალურ ტემპერატურაზე და ჩართეთ 2-3 წუთით. ამის შემდეგ გადმოღვარეთ ხსნარი და ყურადღებით გარეცხეთ უთო სუფთა წყლით.

7. თუ გსურთ ყვავილების თაიგულის დიდხანს შენახვა, გამოიყენეთ უთო. მოათავსეთ ყვავილები ქაღალდის ორ ფურცელს შორის და გამოიყენეთ ორთქლის უთო მათ გასაშრობად. გაშრობილი ყვავილების კომპოზიცია დაამშვენებს სახლის ინტერიერს და დიდხანს გაგახარებთ თავისი იერით.



8. უთო დაგეხმარებათ იმაში, რომ საშუქარს ადვილად მოხსნათ ეტიკეტი ან საფასარი. უთოსა და საფასარს შორის დადეთ ქაღალდის ფურცელი და ცოტა დააუთოვეთ. საფასარი უპრობლემოდ ძვრება. საჭირო იქნება მხოლოდ საჩუქრის ზედაპირის მოწმენდა დასპირტული ხელსახოცით წებოს კვალის მოშორების მიზნით.