ჩემმა ოჯახის ექიმმა უძილობისგან მიხსნა
საკმაოდ დიდხანს მაწუხებდა უძილობა. რა არ ვცადე - ძილის წინ თაფლიანი წყალი, საღამოს მოციონი, თბილი რძე... არაფერმა არ მიშველა და ვინ იცის, ახლაც ასეთ დღეში ვიქნებოდი, რომ არა ჩემი ოჯახის ექიმი. სწორედ მან მასწავლა თავშავას ნაყენის მომზადება, რომლის რეცეპტსაც სიამოვნებით გაგიზიარებთ:
- 1 სუფრის კოვზ დაქუცმაცებულ თავშავას დაასხით ერთი ჭიქა ადუღებული წყალი, დააყენეთ დაახლოებით ერთ საათს და გაწურეთ. ეს ნაყენი ჩაის ნაცვლად დალიეთ საღამოს ან ღამით, ძილის წინ. შეგიძლიათ, დაატკბოთ თაფლით.
- ნაყენი არაჩვეულებრივად მოქმედებს თავის ტკივილის დროსაც: გაიკეთეთ საფენები ან დაიბანეთ თავი, ანდა დალიეთ ნახევარი ჭიქა.
- ნერვული სისტემის განსამტკიცებლად ძალიან სასარგებლოა ასეთი კოქტეილი: აიღეთ თითო ფლაკონი შავბალახას, კატაბალახას, კუნელისა და იორდასალმის ნაყენი, აურიეთ ერთმანეთში, ერთ საჩაროზე კოვზი გახსენით ნახევარ ჭიქა წყალში და მიიღეთ დღეში 3-4-ჯერ, ერთხელ -აუცილებლად ძილის წინ. ნარევს შეგიძლიათ დაუმატოთ კორვალოლის წვეთები.
- აიღეთ 3 ჩაის კოვზი ვაშლის ძმარი და შეურიეთ 1 ჩაის ჭიქა თაფლს. ძილის წინ მიიღეთ 2 ჩაის კოვზი ნარევი. ნახევარ საათში დაგეძინებათ. ძლიერი დაღლილობისა და სისუსტის დროს შეგიძლიათ ეს საშუალება ღამით კიდევ ერთხელ მიიღოთ.
უძილობას კამის თესლიც შველის
- ვიღებთ 50 გრამ კამის თესლს, ვასხამთ ნახევარ ლიტრ პორტვეინს და ვადუღებთ ნელ ცეცხლზე 15-20 წუთის განმავლობაში. ვფუთავთ, ვაჩერებთ 1 საათს და ვწურავთ. უნდა მივიღოთ 50-60 გრამი ძილის წინ.