ხუთი სასწაული მოხდება, თუ ამ მარტივ გადაბრუნებულ პოზას შეასრულებთ ყოველ დღე!

ხუთი სასწაული მოხდება, თუ ამ მარტივ გადაბრუნებულ პოზას შეასრულებთ ყოველ დღე!
საღამოს, მომქანცველი დღის ბოლოს, უნდა დაწვეთ კედელთან, ზევით აწიოთ ფეხები და ასეთ მდგომარეობაში დაჰყოთ 10-დან 15 წუთი. არავითარი დამატებითი სამარჯვი, მხოლოდ თქვენი ფეხები და კედელი. ამის გაკეთება სასურველია ყოველ დღე.



ოდნავ ქვემოთ იქნება ვიდეო, სადაც ნახავთ მოხრილი პოზის სწორ მდგომარეობას. სავარჯიშო ძალიან ადვილია, ყველასთვის ხელმისაწვდომი ასაკის მიუხედავად!

ეს უმარტივესი ილეთი შემდეგ შედეგებს იძლევა:

მაგალითად, გვაწუხებს ფეხების შეშუპება და ფეხები სწრაფად იღლებიან. მოსახერხებელი ფეხსაცმლის შერჩევა საკმაოდ რთულია ფეხებზე გაზრდილი კოპების გამო. მთელი დღე კომპიუტერთან ვართ და საღამოს აბსოლუტურად გამოფიტული ვართ: თუ არ არის მუშაობის შემდეგ წავარჯიშების ან გასეირნების საშუალება, სხეული თითქოს სხვისია ხანგძლივი ჯდომის გამო, იგრძნობა სიმძიმე თავში და საშინელი მოდუნება.



ცნობისმოყვარეობის ამბავია სცადოთ კედელთან დაწოლა მთელი სხეულისათვის თერაპევტიული პროცედურის ჩატარება. არადა იოგას ეს ელემენტარული პოზა ჯადოქარი რამ არის.

საკმარისია დაჰყოთ ასეთ მდგომარეობაში თუნდაც 5 წუთი, და თითქოს ხელმეორედ დაიბადეთ. გადის დაღლილობა, სხეული ცოცხლდება, თავიც ნათლად აზროვნებს. ამ სტატიკური ვარჯიშის წყალობით ბევრი რამის გაკეთება შეიძლება, ორგანიზმი ტონუსში მოდის, ფეხებში სიმსუბუქეა.



რატომ არის სასარგებლო ფეხების ზემოთ აწევა? მთელი დღის განმავლობაში ჩვენი სხეული ვერტიკალურ მდგომარეობაში იმყოფება, ხოლო ყველაზე მავნეა - ჯდომა. ამ პოზის წყალობით კი სხეული მიჩვეულის საწინააღმდეგო მდგომარეობაში იმყოფება.

ამ მარტივი გადაბრუნებული პოზის უპირატესობა დიდია: სხეული სწრაფად აღიდგენს თავს, ქრება დატვირთვა ხერხემალზე, მიდის ფეხების სიმძიმე, უმჯობესდება სისხლის დინება. წოლის დროს თქვენ ვარჯიშობთ იმიტომ, რომ გულს მეტი მუშაობა სჭირდება იმისათვის, რომ სისხლი მიაწოდოს აწეულ ფეხებს.

ვარიკოზის პროფილაქტიკა

მოდით ჯერ ნახეთ ეს ვიდეო და დარწმუნდით თუ რაოდენ იოლია ეს სავარჯიშო:



ეს პოზა კი წარმოადგენს ვენების ვარიკოზული გაფართოების უმძლავრეს პროფილაქტიკას. მისი შესრულების დროს უმჯობესდება ვენოზნური უკუდენა, ქრება ფეხების შეშუპება და მიდის დაღლილობის შეგრძნება. გარდა ამისა ის შეუმსუბუქებს იმათ ტანჯვას, ვინც იცის დაავადებული ვენების პრობლემა.



რამდენად სწორად შევასრულოთ მოხრილი სანთელის პოზა

1. იოგაში ამ მარტივ ასანას ეწოდება ვუპარიტა კარანი. ითვლება, რომ როდესაც ადამიანი ფეხებზე დგას, ის ბერდება, ხოლო შებრუნებულ პოზაში ორგანიზმის პროცესები უკუ სვლით ვითარდება და ის ახალგაზრდავდება. მაქსიმალური სარგებელი მაშინ არის, როდესაც ამ პოზაში იმყოფებით სიჩუმეში.

2. დაწექით ზურგზე, თეძოები უნდა იყვნენ კედლიდან დაახლოებით 30 სმ დაშორებით. მოხარით მუხლები, ფეხისგულები დაადეთ კედელზე. დარწმუნდით, რომ თეძოები იყვნენ პირდაპირი კუთხით კედელთან მიმართებაში.

3. გაასწორეთ ფეხები, დაეყრდენით კედელს ფეხების მთელი ზედაპირით, მუხლები სწორად გეჭიროთ, ფეხები მოადუნეთ. ვინ იფიქრებდა, რომ ფეხებზე ვარიკოზის პროფილატიკა ასეთი მარტივია.

4. თავქვეშ ამოიდეთ ბალიში, ძალიან მოსახერხებელი უნდა იყოს. თვალები დახუჭეთ და ღრმად ისუნთქეთ. ერთი ხელისგული მუცელზე დაიდეთ, მეორე კი - გულზე.


5. შეიმეცნეთ თქვენი სუნთქვა, შეისუნთქეთ მე-2 ციფრზე, ამოისუნთქეთ მე-4 ციფრზე. შეეცადეთ შეწყვიტოთ შინაგანი დიალოგი, დაამშვიდეთ აზრები, უსმინეთ მხოლოდ თქვენ სუნთქვას.

ეს პუნქტი მნიშვნელოვანია იმათთვის, ვისაც ხშირად ემართება სტრესები სამუშაოზე, გრძნობს მღელვარებას, აწუხებს უძილობა. გადატრიალებულ პოზაში სუნთქვის შემეცნება განკურნავს ნერვულ სისტემას, წონასწორობის გრძნობას გაჩუქებთ.



თუ ძნელია მშვიდად სუნთქვა და სხვა აზრებიც გაწუხებთ, მაშინ დაიწყეთ თვალების ბრუნვა საათის ისრის მიმართულებით. ამის გაკეთება ადვილია დახუჭული თვალებით. თვალის კაკლების ასეთი მოძრაობა გვეხმარება კონცენტრაციის დაბრუნებაში და ცნობიერ მდგომარეობაში გვამყოფებს, სუნტქვის კონტროლიც ადვილია.

თვალებით ბრუნვა ჩვეულებრივ ცხოვრებაშიც კარგია იმისათვის, რომ მომართული ვიყოთ, ავირიდოთ ბრაზიანობა, გაღიზიანება, მოუთმენლობა და სტრესი, მას აქვს მომენტალური გამოსაფხიზლებელი მოწმედება.

6. ამ ასანაში ამყოფეთ თავი 10-15 წუთის განმავლობაში. აკურატულად მოაცილეთ ფეხები კედელს, ცოტა ხნით იწექით, გადატრიალდით მარჯვენა მხარე და ადექით იატაკიდან.

ეს პოზა აუმჯობესებს მახსოვრობას იმიტომ, რომ იზრდება ტვინის სისხლით მომარაგება. ასევე ადგილი აქვს ფარისებრი ჯირკვლის და სხვა შინაგანი სეკრეციის ჯირკვლების სტიმულაციას იმიტომ, რომ ისინი ახალი სისხლით ივსებიან.

ამ პოზის რეგულარული შესრულების შემთხვევაში ნელდება დაბერება, სწორდება ნაოჭები, უმჯობესდება კანის გარეგნული იერი. ასევე მნიშვნელოვნად უმჯობესდება საჭმლის მონელების პროცესი!

ისიამოვნეთ მოხრილი სანთელის პოზით, ცხეული სრულიად მოადუნეთ და დაისვენეთ!