ყველაზე მარტივი და ხელმისაწვდომი საშუალება: თქვენი ფეხის ტერფები ჩვილის მსგავსად რბილი და ნაზი გახდება!

ყველაზე მარტივი და ხელმისაწვდომი საშუალება: თქვენი ფეხის ტერფები ჩვილის მსგავსად რბილი და ნაზი გახდება!
ცხოვრების გიჟურ რიტმში რთულია, ტერფების მდგომარეობას მუდმივად ვადევნოთ ყურადღება. აქ გაგეხეხათ, იქ გიჭერთ, აქაც გტკივათ... მხოლოდ დღის ბოლოს აღმოვაჩენთ, როგორ გაუხეშდა და დაგვეხეთქა კანი. არადა, ამ პრობლემის გადაწყვეტა შესაძლებელია სწრაფად, მარტივად და რაც მთავარია - მინიმალური დანახარჯებით.

გთავაზობთ საშუალების რეცეპტს. რომელიც თქვენს გადაღლილ ფეხებს უწინდებურ სინაზესა და სირბილეს დაუბრუნებს.


საჭირო მასალა:
  • 5 ს.კ. სოდა
  • ცოტაოდენი საშხაპე გელი
  • რამდენიმე წვეთი ეთერზეთი (გამოდგება ლავანდის, ფორთოხლის, ლიმონის)


გამოყენება:
  1. პროცედურის დაწყებამდე დაითბილეთ ფეხები ცხელ წყალში 5 წუთის განმავლობაში.
  2. შეურიეთ საშხაპე გელი, ეთერზეთი და სოდა ისე რომ, ერთგვარი მასა გამოვიდეს. შემდეგ მასაჟური მოძრაობებით შეიზილეთ ტერფებზე.
  3. თუ კანი ძალზედ გაუხეშებულია, შეგიძლიათ გამოიყენოთ ჯაგრისი ან პემზა.
  4. პროცედურის დასრულების შემდეგ დაიბანეთ ფეხები, გაიმშრალეთ და წაისვით დამატენიანებელი საცხი.

სოდა - შესანიშნავი საშუალებაა არამხოლოდ გაუხეშებული კანისთვის, ის ასევე აქრობს უსიამოვნო სუნს, ეხმარება სოკოვან ინფექციებთან ბრძოლაში. შედეგი უკვე 2 კვირაში ხდება შესამჩნევი.