თუ თქვენ მადას ვერ აკონტროლებთ, პრობლემის გადაჭრის გზა აქ უნდა ეძიოთ. ექიმები გვირჩევენ...
როგორ მოვიქცეთ, როდესაც აპეტიტი აღარ ხუმრობს და მუდმივად ჭამა გვინდა?
წარმოგიდგენთ 7 პროდუქტს, რომელიც დაგეხმარებათ კუჭის "მოტყუებაში". ისინი გაძღომაში დაგეხმარებათ ზედმეტი კალორიების მოხმარების გარეშე.
რათქმაუნდა, აპეტიტის შესამცირებლად აუცილებელია სტრესების თავიდან აცილება, სწორი კვება, მეტი წყლის მიღება და ცხოვრების ჯანსაღი წესის დაცვა.
წარმოგიდგენთ 7 პროდუქტს, რომელიც დაგეხმარებათ კუჭის "მოტყუებაში". ისინი გაძღომაში დაგეხმარებათ ზედმეტი კალორიების მოხმარების გარეშე.
- პარკოსნები
მუხუდო, ლობიო, ოსპი მდიდარია ცილებით, უჯრედისებით, ანტიოქსიდანტებით, B ჯგუფის ვიტამინებით და რკინით. საკვებში ამ დიეტური პარკოსანი პროდუქტების მოხმარება აპეტიტს დაგიწევთ. - სუპი
თუ მიეჩვევით სადილზე ძირითადი კერძის წინ დაბალკალორიული სუპი-ბულიონის მიღებას, კალორიების საერთო მოხმარება 20%-ით დაიწევს. სუპი კუჭში ადგილს იკავებს, რაც ბევრის ჭამის სურვილს აქრობს. - მუქი შოკოლადი
თუ ტკბილი გინდათ, შეჭამეთ მუქი შოკოლადის ნატეხი. ის თრგუნავს მარილოვანისა და ტკბილეულის მოხმარების სურვილს. - კვერცხები
თუ ისაუზმებთ კვერცხის კერძით, გარანტირებული გაქვთ ძღომა სადილამდე. დამტკიცებულია, რომ ვინც საუზმეზე ჭამს მეტ ცილას, ის ნაკლებ კალორიას იღებს დღის განმავლობაში. - წყალი
ორგანიზმში სითხის უკმარისობამ შეიძლება გააჩინოს შიმშილის შეგრძნება. ამიტომ შეეცადეთ დალიოთ არა ნაკლებ 8 ჭიქა სუფტა წყალი დღეში. თუ ჭამა გწადიათ, დალიეთ ჭიქა წყალი და დაელოდეთ 10 წუთი. შიმშილის შეგრძნება რაღაც ხნით უნდა წავიდეს. - კაკლეული
კაკლეული აპეტიტის ნამდვილი კონტროლიორები არიან. დიახ, ეს კალორიული პროდუქტია. მაგრამ ერთი-ორი კაკალი არ გაწყენთ, პირიქით შესძლებთ აპეტიტის შემცირებას, ასევე სისხლში შაქრის დონის მოწესრიგებას. დაამატეთ ის ფაფებსა და ხაჭოს. - ავოკადო
ვახშამთან ერთად ნახევარი სასარგებლო ავოკადოს მიღება უზრუნველყოფს მთელი საღამო გაძღომის შეგრძნებას. ჰოდა, ძილის წინ აღარ დაიწყებთ რაიმე გემრიელის ჭამას.
რათქმაუნდა, აპეტიტის შესამცირებლად აუცილებელია სტრესების თავიდან აცილება, სწორი კვება, მეტი წყლის მიღება და ცხოვრების ჯანსაღი წესის დაცვა.
მეგობრებსაც გაუზიარეთ მადის დამთრგუნველი პროდუქტების სია!