რა უნდა ვიცოდეთ გრეიპფრუტზე...
გრეიფრუტის დიეტას მთელ მსოფლიოში უამრავი ქალი იცავს. ვიცით, რომ გრეიფრუტი ამხნევებს, ვიტამინებით ამარაგებს ორგანიზს, წვავს ცხიმს, თუმცა ცნობილია მისი უარყოფითი თვისებებიც. ვარაუდად რჩება მოსაზრება, რომ გრეიფრუტი ამცირებს ქოლესტერინის დონეს, აქვს ანტიბაქტერიული, სოკოს საწინააღმდეგო თვისებები, აუმჯობესებს ნახშირწყლოვან ცვლას. საუბრობენ გრეიპფრუტის შეუთავსებლობაზე მედიკამენტებთან. უსიამოვნო მოვლენების სპექტრი პრეპარატზეა დამოკიდებული. მაგალითად, ქალებმა, რომლებიც ჩასახვის საწინააღმდეგო აბებს იღებენ და ამავე დროს გრეიპფრუტის წვენს სვამენ, შესაძლოა ერთ მშვენიერ დღეს აღმოაჩინონ, რომ ორსულად არიან, ხოლო მათ, ვინც ციტრუსის წვენს ანტიდეპრენსანტების ფონზე სვამს - დეპრესია დაეუფლოთ. ქიმიიური ნაერთების უმრავლესობა ღვიძლში გადამუშავდება, რაშიც მთავარ როლს ციტოქრომების ფერმენტული სისტემა ასრულებს, ხოლო ფურანოკუმარინი - ნივთიერება, რომელსაც გრეიპფრუტი შეიცავს - ამუხრუჭებს მათ მოქმედებას. მაშ, უარი ვთქვათ გრეიპფრუტზე? რა თქმა უნდა, არა, აი, სიფრთხილე კი აუცილებელია. გრეიპფრუტის წვენი უნდა დაივიწყოთ, მაგალითად, შემდეგი პრეპარატების მიღებისას"
ჩამოთვლილი მედიკამენტების სასაქონლო დასახელება შესაძლოა განსხვავებული იყოს. მოქმედი ნივთიერებები მითითებული იქნება ინსტრუქციაში.
- ანქსიოლიტიკების;
- ანტიარითმიული საშუალებების ( ამიოდაროინი, კვინიდინი);
- ანტიბიოტიკების (ერითრომიცინი, კლარითრომინი);
- ანტიჰისტამინური საშუალებების ( ფექსოფენატინი);
- ანტიკოაგულანტების (ვარფარინი);
- ანტიეპილეფსიური საშუალებების ( კარბამაზეპინი );
- ბუტა-ბლოკატორების (კარვედილოლი);
- ჰორმონალური პრეპარატების, რომლებიც შეიცავენ კორტიზოლს, ესტრადიოლს, მეთილპრედნიზოლს, პროგესტერონს, ტესტოსტერონს;
- ანტიდეპრესანტების (სერტალინი, ფლუვოქსამინი);
- ოპიოიოდური ანალგეტიკების (ალფენტალინი, ფენტალინი, სუფენტანილი);
- ვირუსსაწინააღმდეგო საშუალებების;
- სოკოს საწინააღმდეგო საშუალებების (ინტრაკონაზოლი);
- ხველების საწინააღმდეგო საშუალებების ( დექსტრომეტორფანი);
- სიმსივნის საწინააღმდეგო საშუალებების (ციკლოფოსფამიდი, ეტოპოსიდი, ტამოქსიფენი, ვინბლასტინი, ვინკრისტინი).
ჩამოთვლილი მედიკამენტების სასაქონლო დასახელება შესაძლოა განსხვავებული იყოს. მოქმედი ნივთიერებები მითითებული იქნება ინსტრუქციაში.