ბუდისტებს სწამთ: ნამდვილ სიყვარულს ეს 4 თვისება აქვს

ბუდისტებს სწამთ: ნამდვილ სიყვარულს ეს 4 თვისება აქვს
ჩვენ სიყვარულის სიტყვებს ვეუბნებით იმ ადამიანებს, ვისაც სულ არ ვიცნობთ ან ვისთანაც ათობით წლები გვაქვს გატარებული, სწერს ქიურ ჯოი. ჩვენ ვუდასტურებთ მათ ჩვენ გრძნობებს არა მარტო სიტყვებით, არამედ მოქმედებებით: ვჩუქნით ძვირფას საჩუქრებს, ვუმზადებთ ფაქიზ სიურპრიზებს ან უბრალოდ ვუზრუნველყოფთ მათ ყოფა-ცხოვრებას.

ბუდიზმი გამოარჩევს "უშიშარი და სიხარულით აღსავსე" გასხივოსნებული გონების ოთხ თვისებას:

1. მაიტრი



ეს ცნება მოიაზრებს უსაზღვრო და უშიშარ სიყვარულს. ის წააგავს ისეთ გრძნობას, რომელსაც განიცდის დედა თავისი მშობლიური შვილების მიმართ და ბავშვები მშობლიური დედის მიმართ.

ბუდისტების წარმოდგენაში ყველა ჩვენგანი ერთმანეთის მიმართ ახლობელია იმიტომ, რომ წინა განსახიერებებში ისინი ერთმანეთს იცნობდნენ.

ეს არაეგოისტური სიყვარულია. თქვენ მას განიცდით, როდესაც ხედავთ ვიღაცას, ვინც ბედნიერია, ვისაც ბედმა გაუღიმა. თქვენ გულწრფელად გიხარიათ ამ ადამიანის და საკუთარი თავის გამო - თქვენ ხომ უდიდეს სიამოვნებას განიჭებთ სხვების ბედნიერება.

2. კარუნა



ეს არის თანაგრძობა. ის მჭიდროდ არის დაკავშირებული სიყვარულთან. ის უფრო მეტია, ვიდრე მეგობრული გრძნობა. თქვენ გყავთ მეგობარი? ხედავთ, როგორ იტანჯება? გიჩნდებათ მოთხოვნილება მას დაეხმაროთ, ესე იგი თქვენში არის თანაგრძობა.

თქვენთვის აღარ არის საკმარისი ის, რომ უბრალოდ ავლენთ მეგობრულობას, გახსნილობას ურთიერთობაში და ჩუქნით ბედნიერებას ყველა ცოცხალ არსებას.

თქვენთვის არასაკმარისია სხვისი ტანჯვის ყურება. თქვენ გიჩნდებათ დახმარების აღმოჩენის სურვილი. თუ თქვენ მართლა გსურთ ბედნიერება იმათთვის, ვინც იტანჯება, მაშინ შესძლებთ მათ მდგომარეობაში შესვლას. თქვენ გიჩნდებათ მათი ტანჯვის შემსუბუქების წადილი. შეძლებისდაგვარად.

3. მუდიტა



ეს არის სიხარულისა და ბედნიერების გრძნობა, რომელსაც ჩვენ განვიცდით სხვათა ბედნიერებისა და კეთილდღეობის დანახვისას. ასე უნდა იყოს იდეალში, მაგრამ ცხოვრებაში ასე იშვიათად ხდება.

ხშირად სხვა ადამიანების ცხოვრებისეული წარუმატებლობების დანახვისას ფარულ კმაყოფილებას განვიცდით. ხომ ასეა?

დააკვირდით საკუთარ რეაქციას, როდესაც ვიღაცა გიყვებათ საკუთარი უბედურების შესახებ.

როგორც წესი, თქვენ იგრძნობთ ღვარძლიანობის მსუბუქ გაელვებას, თუნდაც მან წამი გასტანოს. სხვათა წარუმატებლობების გამო გაჩენილ ფარულ სიხარულს თავს დავაღწევთ მხოლოდ სხვებთან ერთად მათი სიხარულის გაზიარების გულწრფელი მცდელობის დახმარებით.

4. უპექსა



უპექსა ნიშნავს "უშფოთველობას" ან უბრალოდ "სიმშვიდეს". ეს ის სიმშვიდე არ არის, რომლისკენაც მიისწრაფით მძიმე სამუშაო დღის შემდეგ. ეს რაღაც უფრო დადებითია, როგორც სიყვარული, თანაგრძობა, სიხარული. და უკეთესიც კი!

ასეთი სიმშვიდე გვაგონებს ნეტარებას (განცხრომას) და არა იმას, რასაც ჩვენ ჩვეულებრივ მოვიაზრეთ ამ სიტყვის ქვეშ. სიმშვიდე წარმოადგენს განხორციელებული ემოციების კიდევ ერთ მნიშვნელოვან ასპექტს.

იცოდით სიყვარულის ამგვარი გამოვლინებების შესახებ? აუცილებლად გაუზიარეთ ეს მნიშვნელოვანი ინფორმაცია მეგობრებს!