სხვადასხვა ზოდიაქოს ნიშნების ბნელი და ნათელი მხარეები

სხვადასხვა ზოდიაქოს ნიშნების ბნელი და ნათელი მხარეები
თითოეული ადამიანი თავისებურად უნიკალურია. ყველას გვაქვს რაღაც თვისება, რომელიც დიდწილად მხოლოდ ჩვენს ზოდიაქოს ნიშანს ახასიათებს. რომელია თქვენი ბნელი და ნათელი მხარეები? მოდით, გავიგოთ ამის შესახებ ახლავე!

ვერძი

ნათელი მხარე: ოპტიმიზმი. ვერძს ოპტიმისტურ განწობაში ვერავინ შეედრება, დამოუკიდებელი, მომღიმარი და კეთილია.

ბნელი მხარე: ფეთქებადობა. მიუხედავად დადებითი დახასიათებისა, მას ფეთქებადობა გამოარჩევს, თუ რაიმე მის კომნტროლს არ ექვემდებარება, მტრისას!

კურო


ნათელი მხარე: ერთგულება. თუ კუროსთან მეგობრობთ, დარწმუნებული იყავით, რომ არასოდეს გითალატებთ.

ბნელი მხარე: თავის თავზეა შეყვარებული, ხანდახან ნამდვილ ნარცისს ემსგავსება.

ტყუპები

ნათელი მხარე: ენერგიულობა. მას ყველაფრისთვის ყოფნის ძალები: ოჯახისთვის, მეგობრებისთვის, გართობისთვის, მუშაობისთვის.

ბნელი მხარე: ჭორიკნობა. უყვარს ჭორების მოსმენაც და გავრცელებაც.

კირჩხიბი

ნათელი მხარე: ნამდვილი დედიკოები არიან, ამ სიტყვის კარგი მნიშვნელობით. უყვართ ზრუნვა და გულწრფელად განიცდიან, როცა სხვებს პრობლემები აქვთ.

ბნელი მხარე: ზედმეტი ემოციურობა, როდესაც ეს საერთოდ საჭირო არ არის.

ლომი


ნათელი მხარე: ქარიზმატულობა. სადაც კი ლომი ჩნდება, განსაკუთრებული სინათლე შემოაქვს.

ბნელი მხარე: იმპულსების კონტროლის არცოდნა, რაც სერიოზულ პრობლემებს უქმნის.

ქალწული

ნათელი მხარე: ნიჭიერება. ყველა სფეროში, რასაც ხელს მოჰკიდებს. ნებისმიერი საქმე კარგად გამოსდის.

ბნელი მხარე: თვითკრიტიკულობა და სიმკაცრე საკუთარი თავის მიმართ, რასაც როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი შედეგიც მოჰყვება.

მორიელი

ნათელი მხარე: მგზნებარე ნატურა. უძღვნის თავს არამხოლოდ სიყვარულს, არამედ, საყვარელ საქმესაც.

ბნელი მხარე: ხასიათის ცვალებადობა. უმიზეზოდ კარგავს ხოლმე განწყობას და ეს ხელს უშლის სხვა ადამიანებთან ურთიერთობაში.

მშვილდოსანი

ნათელი მხარე: დამოუკიდებლობა. არ ადარდებს, რას ფიქრობს მასზე სხვები, თავდაჯერებულია.

ბნელი მხარე: არაემოციურობა. გარეგნული სიცივე ხელს უშლის სხვებთან ურთიერთობაში.

თხის რქა

ნათელი მხარე: ამბიციურობა და გამომგონებლობა. ეს ნაზავი მომგებიანად გამოარჩევს თხის რქას სხვებისგან.

ბნელი მხარე: სიჯიუტე და სხვებთან ურთიერთობის მანერა, რის გამოც მას ხშირად ერიდებიან.

მერწყული


ნათელი მხარე: მშვიდობის მტრედი. მერწყული სიხარულით ეხმარება ყველას და ეწინააღმდეგება კონფლიქტებს.

ბნელი მხარე; არასოდეს უსმენს სხვებს და მუდამ თავისებურად იქცევა.

თევზები

ნათელი მხარე: წარმოსახვის უნარი. თევზები მუდამ იდეებითაა აღსავსე, წარმოუდგენლად შემოქმედებითი ადამიანია.

ბნელი მხარე: ზედმეტი მგრძნობიარობა, ყველაფერი გულთან ახლოს მიაქვს და უყვარს, როცა იცოდებენ.