აი, როგორ ანგრევს საკუთარ ცხოვრებას თითოეული ზოდიაქოს ნიშანი

აი, როგორ ანგრევს საკუთარ ცხოვრებას თითოეული ზოდიაქოს ნიშანი
ჩვენ ჩვენი ცხოვრების ბატონ-პატრონები ვართ, მაგრამ ყოველთვის როდი შეგვიძლია, ბედნიერად ავაგოთ იგი...

ვერძი

ვერძი ნეგატივით ინადგურებს ცხოვრებას. ფეთქებადი ხასიათი და სიჯიუტე უამრავ პრობლემას უქმნის. მის ნეგატიურ სამყაროში კი სხვებს ცხოვრება არ სურთ.

კურო

კუროს სრულყოფილებამდე ვერ დაჰყავს თავისი ცხოვრება და სწორედ ამით ანგრევს. ყველას და ყველაფრის კონტროლი სურს და ვერ აცნობიერებს, რომ ეს შეუძლებელია. უნდა მიიღოთ ეს და გაიგოთ, რომ ხდება გაუთვალისწინებელი შემთხვევებიც ცხოვრებაში.

ტყუპები

ტყუპები ანგრევს ცხოვრებას შემდეგი მიზეზების გამო: თანხმდება სიყვარულზე, რადგან არ იცის, რა სურს, თანხმდება კარიერაზე, რომელსაც სიხარული არ მოაქვს, ამის გამო ადამიანებს ტკივილს აყენებთ.

კირჩხიბი

კირჩხიბი ანგრევს ცხოვრებას, რადგან სხვის ინტერესებს თავისაზე მაღლა აყენებს. ძალიან ემოციურია და ადვილად იკარგებით იმაში, თუ როგორ ეპყრობით ადამიანებს. თუ ვინმეს შხვდით, გიყვარდებათ იმაზე მეტად, ვიდრე საჭიროა.

ლომი

ლომი ანგრევს საკუთარ ცხოვრებას ემოციების დამალვით, რადგან ფიქრობს რომ ეს სისუსტეა. სწორედ ამიტომ თავს უგრძნობ ადამიანად მოაჩვენებს. ამას კი სიმარტოვე შეიძლება მოჰყვეს.

ქალწული

ქალწული ძალიან მკაცრია საკუთარი თავის მიმართ. ადამიანებს უყვართ სიკეთის გამო. მაგრამ სხვების ინტერესების საკუთარი თავის ინტერესებზე მაღლა დაყენებით დიდი ზიანი ადგება.

სასწორი

სასწორი ანგრევს თავის ცხოვრებას იმით, რომ ცდილობს სხვების გულის მოგებას და საკუთარ მოთხოვნილებებს ყურადღებას არ აქცევს. ადამიანები კი ამით ბოროტად სარგებლობენ.

მორიელი

მორიელი ანგრევს თავის ცხოვრებას იმაზე ფიქრით, რომ არ იმსახურებს სიყვარულს. ძალიან დაუნდობელი და ჯიუტი ნიშანია, უჭირს პატიება. მისი გულის დაპყრობა რთულია. მათი ეგოიზმი ტკივილს აყენებს ადამიანებს, რომლებიც მასზე ზრუნავენ.

მშვილდოსანი

მშვილდოსანი ანგრევს ცხოვრებას შიშის გამო. იმდენად ეშინია წარუმატებლობის, რომ არაფერს აკეთებს და იმავე ადგილას რჩება. თუმცა, უამრავი მშვენიერი იდეა აქვს, მაგრამ მათში იკარგება.

თხის რქა

თხის რა ანგრევს ცხოვრებას იმაზე ფიქრით, რომ სხვებთან კონკურენცია უწევს, რათა რამეს მიაღწიოს. წნეხში ატარებს საკუთარ თავს იმის ნაცვლად, რომ ცხოვრების მშვენიერი მომენტებით დატკბეს. მუდამ საქმეშია და ავიწყდება შეჩერება.

მერწყული

მერწყული ანგრევს საკუთარ ცხოვრებას, როდესაც წარსულს მომავალზე ზემოქმედების საშუალებას აძლევს. საკუთარ თავში მალავს ყველაფერს და ამით ავნებს თავს. იცილებს გზად კარგ ადამიანებს, რადგან მიიჩნევს, რომ უმჯობესია მარტო იყოს.

თევზები

თევზები ანგრევს ცხოვრებას იმით, რომ არასწორ ადამიანებს ირჩევს და მათგან ცუდ ჩვევებს სწავლობს. ამ მავნე ჩვევებით ცდილობს გაუმკლავდეს ტკივილს, რომელსაც საკუთარ თავს თვითონვე აყენებს - მიიჩნევს რომ იმსახურებს მას.