ამ მეთოდით განვკურნე ჩემი შვილი ფსორიაზისგან. 2 კვირის შემდეგ გამონაყარმა იკლო, ერთ თვეში კი საერთოდ გაქრა.

ამ მეთოდით  განვკურნე ჩემი შვილი ფსორიაზისგან. 2 კვირის შემდეგ გამონაყარმა იკლო, ერთ თვეში კი საერთოდ გაქრა.
ჩემმა შვილმა ხელი გაიკაწრა. ამ ამბავს ყურადღებაც არ მივაქციე. ალბათ, ყველა ასე მოიქცეოდა... რამდენიმე დღის შემდეგ დაზიანებული არე გაფართოვდა, მერე კი ქერცლით დაიფარა. ხელებსა და ფეხებზე გამონაყარი გაჩნდა. ექიმის დიაგნოზმა თავზარი დამცა-ჩემს შვილს ფსორიაზი დაუდგინეს. ვიცოდი, რომ მეცნიერული მედიცინა ამ დაავადების წინაშე უძლურია, მისი განკურნება არ ხდება. შესაძლოა ერთხანს ჩაცხრეს, მაგრამ შემედეგ ყველაფერი თავიდან იწყება.
გადავწყვიტე, საკუთარი მეთოდები შემემუშავებინა. აფთიაქში არყის ხის კუპრი ვიყიდე და შვილს სხეული დავუზილე, რის შემდეგაც გამონაყარი შემცირდა. შემდეგ გოგირდის მალამოს გამოყენება დავიწყე -აბაზანის შემდეგ მთელ ტანზე მალამოს ვუსვამდი. ყველაფერთან ერთად საჭიროდ ჩავთვალე დიეტური კვებაც - რაციონიდან გამოვრიცხეთ მწარე, ცხარე, შებოლილი, მარილიანი საკვები, ციტრუსები, მჭადის ფქვილი, მარწყვი, ბანანი, პომიდორი, შებოლილი, ნიორი, რა თქმა უნდა ალკოჰოლიანი სასმელები (ლუდის ჩათვლით ), ყავა, შოკოლადი. საკვებად უმთავრესად ხაჭოსა და რძის სხვა პროდუქტებს, კომბოსტოს, ბარდას, ლობიოს, წიწიბურას, შვრიას, ხორბალს, თევზს ვიყენებდით. ყოველ საღამოს საგანგებო საუზმეს ვამზადებდით - 2 სუფრის კოვზ წიწიბურას ვუმატებდით მაწონს და დილამდე მაცივარში ვტოვებდით, დილით კი მას ჩემი შვილი მიირთმევდა. ჭამის შემდეგ ვასმევდი ბალახების ნაყენს: 10 დღის განმავლობაში-გვირილასა და კუნელს, ხოლო მომდევნო 10 დღის განმავლობაში - კატაბალახასა და შავბალახას.

ნაყენის მომზადების წესსაც შეგახსენებთ:
თითო სუფრის კოვზი გამხმარი მცენარე ერთმანეთში უნდა ავურიოთ და ერთი ჭიქა მდუღარე წყალი დავამატოთ, დავტოვოთ რამდენიმე საათით, შემდეგ გავწუროთ და მივიღოთ 50 მლ.
თავდაპირველად ყველაფერი უშედეგოდ ჩანდა, მაგრამ 2 კვირის შემდეგ შევამჩნიეთ, რომ გამონაყარმა იკლო, ერთ თვეში კი საერთოდ გაქრა. ახლა ვხვდებით, რომ ჩვენი მეთოდი შედეგიანია, ოღონდ საჭიროა, მოთმინებით ველოდოთ მის ეფექტს.
სტატიის ავტორი: თამარ მამაცაშვილი
სტატიის წყარო:2000 მცენარეული სამკურნალო რეცეპტი