ბევრმა ახლობელმა ჩემი გასაჭირი გულთან მიიტანა და ფსორიაზის სამკურნალო უამრავი რეცეპტი მომიგროვდა.
ოჯახი გვიან შევქმენი. საბედნიეროდ, არ გამართლდა ჩემი შიში და ერთი წლის თავზე, ღვთის შეწევნით, ხელში უკვე შვილი მეჭირა... ბავშვს თავს ვევლებოდი, ცივ ნიავს არ ვაკარებდით, მაგრამ 13 წლისას ხელზე უცნობი მიზეზით გამონაყარი გაუჩნდა. ექიმებში დიდი ხნის სიარულის შემდეგ დავასკვენით, რომ ეს ფსორიაზული გამონაყარი იყო. რაც კი ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე ამ პროფილის კურორტი იყო, ყველა მოვიარეთ. მშვენივრად მესმოდა, რომ ფსორიაზისგან განკურნება შეუძლებელი იყო და იმითაც კმაყოფილი ვიყავი, გამონაყარი მხოლოდ 3 - 4 წელიწადში ერთხელ თუ იჩენდა თავს. დრო შეიცვალა, საზღვარგარეთ კურორტებზე სიარული ვეღარ შევძელით. ვშიშობდი, მკურნალობის გარეშე გამონაყარი კვლავ გაჩნდებოდა, გულისტკივილს ვეღარ ვმალავდი და ახლობლებთანაც მეტზე არაფერზე ვლაპარაკობდი. ბევრმა ჩემი გასაჭირი გულთან მიიტანა და მალე ფსორიაზის სამკურნალო უამრავი რეცეპტი მომიგროვდა. ზოგიერთი ჩემს შვილს მართლაც მოუხდა. კურსის გავლა საჭიროა წელიწადში ორჯერ, შემოდგომასა და გაზაფხულზე, თუმცა ამ საშუალებების გამოყენება შეიძლება წელიწადის ნებისმიერ დროს, თუ დაავადება გაგიმწვავდათ.
- ნივრის ცოცხალი წვენი ან ფაფა თაფლით შეაზავეთ და მიიღეთ.
- 20 გრ ხმელ დაფნის ფოთოლს დაასხით 2 ჭიქა მდუღარე, ადუღეთ 10 წუთს, გადაწურეთ და მიიღეთ მთელი დღის განმავლობაში სამ ულუფად. სვით 5 - 7 დღე.
- ყოველდღე დალიეთ 2 მლ უშაქრო ქაცვის ზეთი.
- აიღეთ 60 გრ ჭინჭრის ყვავილი და ფოთოლი, დაასხით 1 ლიტრი მდუღარე და დააყენეთ. მიიღეთ დღეში 3 - ჯერ 100 მლ.
- 10 გრ ორკბილას დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე. ჩადგით 30 წუთით მდუღარე წყლის აბაზანაში, შემდეგ შეაგრილეთ, გადაწურეთ, შეავსეთ მდუღარე წყლით 200 მლ - მდე. მიიღეთ 2 - 3 სუფრის კოვზი დღეში 3 - ჯერ.