როგორ შეიძლება დაყოთ ერთი ოთახი ორ ზონად?
ყველას არ აქვს იმის ფუფუნება, რომ ჰქონდეს ცალკე ოთახი საძინებლისთვის და იძულებულია, მისაღები საძინებელ ზონადაც გამოიყენოს. ასეთ შემთხვევებში ძალიან ეფექტურია ერთი ოთახის ზონებად დაყოფა, ისე როგორც ოჯახს აწყობს. ინტერიერის დიზაინში არსებობს სხვადასხვა ხერხი, მაგრამ ეს 19 ფოტოსურათი გვაჩვენებს, თუ როგორ გავყოთ ერთი ოთახი ორად, ისე რომ, ყველაფერი წესრიგში იყოს.
1. დამალული საძინებელი
საშუალო ზომის მისაღები ოთახი, თეთრი კედლებითა და თანამედროვე კარადებით, დივნითა და მაგიდით. ყოველივე ეს განლაგებულია პლატფორმაზე, რომლის შიგნითაც მოთავსებულია მოძრავი საწოლი.
2. ელეგანტურობის ეტალონი
დიდი და ელეგანტური მისაღები ოთახი, თეთრი აგურის კედლებით, კედელში ჩაშენებული სტელაჟით, რომელიც მორთულია დეკორაციული ნივთებით. აქ დგას ნაცრისფერი კუთხის დივანი, იატაკზე ნაცრისფერ და ლურჯ ფერებში გაწყობილი ხალიჩაა, ხოლო თეთრი ფარდის მიღმა კი უბრალო და კომფორტული საწოლი დგას.
3.სიმარტივე და ფუნქციონალურობა
პატარა ოთახი ნაცრისფერი შპალერით, მყუდრო დივნითა და საწოლით. საწოლი და დივანი ერთმანეთისგან გამოყოფილია ტანსაცმლის კარადით.
4.კონტრასტული შეხამება
თანამედროვე ერთ-ოთახიანი ბინის ორიგინალური დიზაინი. მისაღები ოთახის ზონაში დგას შავი დივანი, ხოლო შავი ფარდის უკან დამალულია საწოლი.
5.თეთრი ფერის ჯადოსნურობა
თეთრი ფერის კედლებს შუა მოთავსებულია საწოლი, დივანი და სხვა საჭიროებისთვის აუცილებელი გადასაადგილებელი ნივთები. ყოველივე ეს ძალიან ეფექტურად გამოიყურება თეთრი კედლების ფონზე და ქმნის განუმეორებელ ატმოსფეროს.
6.მყუდრო ატმოსფერო
ნათელი მისაღები ოთახი, სადაც არის პატარა დივანი, ხალიჩა, ქოთნები ყვავილებით და ამ ოთახის კუთხეშივეა განლაგებული საწოლი, რომელიც იმალება თეთრი ფარდით.
7.თავისუფალი სტილი
უბრალო ოთახი ღია ფერის კედლებით, თეთრი დივნითა და ჟურნალის მაგიდით. კედელთან მიდგმულია საწოლი, ხოლო კედელზე კიდია სურათები. დივანსა და საწოლს შორის დგას ორიგინალური საკიდი, რომელიც ყოფს ერთმანეთისგან საძინებელსა და მისაღებ ოთახებს.