ქვრივი ქალი ბავშვებთან ერთად გარდაცვლილი მეუღლის საფლავზე მივიდა. ბავშვების ასეთ რეაქციას არავინ ელოდა...

ქვრივი ქალი ბავშვებთან ერთად გარდაცვლილი მეუღლის საფლავზე მივიდა. ბავშვების ასეთ რეაქციას არავინ ელოდა...
როდესაც გარდაიცვლება ახლობელი ადამიანი, ცხოვრება კარგავს ნათელ ფერს. ეს ერთ-ერთი ყველაზე რთული მომენტია, რომლის გადატანაც ძალიან ძნელია. ქეით ბრაზელისთვის ასეთ ადამიანად იქცა თავისი მეუღლე, ფრედი.

უფროს სერჟანტ ალფრედ ბრაზელს სწორი ნაწლავის კიბო ჰქონდა. იგი დიაგნოზის დასმიდან 5 თვეში, 2017 წლის ივლისში გარდაიცვალა. ფრედი მხოლოდ 37 წლის იყო.





ქეითმა და მისმა ორმა ვაჟმა - მილანმა და მეისონმა პირველად მოინახულეს საფლავი 2017 წლის ნოემბერში. გოგონა იხსენებს, რომ იგი სასაფლაოზე მისვლამდე მთელი გზა ტიროდა.





"როგორც სამხედრო ოჯახი, ჩვენ დიდ ხანს ვიყავით ერთმანეთისგან შორს, ამიტომ სულ მეჩვენება, რომ ის სადაცაა დაბრუნდება მივლინებიდან" - განაცხადა ქეითმა.





როდესაც დედა და ბავშვები მივიდნენ ფრედის სასაფლაოზე, მათ წუთიერი დუმილით მიაგეს პატივი მის ხსოვნას. ამის შემდეგ ბიჭებმა გაშალეს პლედები საფლავზე და დაიწყეს საუბარი მამასთან. მათ უამბეს თავიანთ მიღწევებზე და განცდილ ემოციებზე, თითქოს ცოცხალ ადამიანს ესაუბრებოდნენ.





ქეითისთვის რთული იყო სიკვდილის ცნების ახსნა ბავშვებისთვის, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც თავადაც ღრმა მწუხარებაში იმყოფებოდა. მან განუმარტა ბავშვებს, რომ ღმერთმა თავისთან წაიყვანა ფრედი, რათა დახმარებოდა მას სამოთხეში.





"მეუღლის საფლავთან მდგარმა ქეითმა დიდი ძალა და ღირსება გვაჩვენა. მისი რწმენა შთაგვაგონებს, ხოლო ქმრისა და ბავშვების მიმართ უსაზღვრო სიყვარულს ის გამოხატავს ყოველ ქმედებაში" - განაცხადა ფოტოგრაფმა.



სასაფლაოდან წამოსვლამდე უმცროს ვაჟს კიდევ რაღაც ჰქონდა გონებაში. მას სურდა მამას ჩახუტებოდა დამშვიდობებისას. ქეითი დარწმუნებულია, რომ ბავშვებს მამა მუდამ ემახსოვრებათ.



ქეითი, მილანი და მეისონი მომავალშიც მოინახულებენ ფრედის საფლავს და მოიგონებენ გულკეთილ მამასა და მეუღლეს. ძალიან სამწუხაროა იმის გაცნობიერება, რომ იგი ასე ნაადრევად წავიდა ამქვეყნიდან. გვინდა გჯეროდეს, რომ მისი ოჯახი შეძლებს ამ უბედურების გადატანას.