მამაკაცი გარდაცვლილი მეუღლის ყვავილებს რწყავდა, მაგრამ მხოლოდ 5 წლის შემდეგ აღმოაჩინა რომ რაღაც ისე არ იყო
ლონდონის მეხანძრემ, ანტონია ნიკოლმა Twitter-ში ერთი ისტორია გააზიარა, რომელიც სოციალურ ქსელში ძალიან მალე პოპულარული გახდა.
ანტონიას მშობლები სამხრეთ აფრიკაში ცხოვრობდნენ. ერთმანეთი ძალიან ახალგაზრდა 16 წლის ასაკში გაიცნეს. მას შემდეგ ერთმანეთის გარეშე ცხოვრება ვერ წარმოედგინათ, ერთად მუშაობდნენ კიდეც.
ოჯახს საშინელი უბედურება თავს დაატყდა. დედას ფედრე ფიტონს კიბო აღმოუჩინეს. ქალი 69 წლის ასაკში გარდაიცვალა. "კიბოს 5 წელი ებრძოდა, მაგრამ 2013 წლის ნოემბერში მაინც გარდაიცვალა" - ჰყვება ანტონია.
სიკვდილის წინ ფედრემ მეუღლეს ერთი სურვილის ასრულება სთხოვა. მან მისი ყვავილების მორწყვა სთხოვა. ითვლება, რომ თუ ადამიანმა სიკვდილის წინ რამე გთხოვა, აუცილებლად უნდა შეასრულო.
"სიკვდილის წინ დედამ მამას ზუსტი ინსტრუქცია მისცა - ყვავილების აბაზანაში მორწყვა. ის ამ წესებს მკაცრად იცავდა და რწყავდა გაუჩერებლივ. ყვავილები იმდენად კარგად გამოიყურებოდა, რომ მამამ მათი ახალ სახლში გადატანა მოისურვა. და აღმოაჩინა, რომ ისინი პლასტმასის იყო! თითქოსდა მესმის, დედა როგორ იცინის" - ჰყვება ანტონია.
მამა მხოლოდ 5 წლის შემდეგ მიხვდა რომ ყვავილები ხელოვნური იყო. ანტონია აღიარებს, რომ იმ წუთას როცა ეს აღმოაჩინეს ყველა იცინოდა და იგრძნეს თითქოს დედა მათთან იყო.
ანტონიას ისტორიას 40 ათასი რეტვითი და 132 ათასი მოწონება შეაგროვა. ამ ამბით ამდენი ადამიანის დაინტერესების შემდეგ მან გამოაქვეყნა სურათი, სადაც მამამისი სწორედ ამ ყვავილებს რწყავს.
"ჩემ ისტორიაზე რეაქციაზე დაუჯერებელია. მამაჩემი ჩემსავით გაოცებული იყო, თუ რამდენ ადამიანს ეს დააინტერესა. სასიამოვნოა, რომ ჩემი მეგობრები და ოჯახი კვლავ დედას იხსენებს და მასზე საუბრობს. დედას ეს მოეწონებოდა" - ამბობს ანტონია.